1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 24
- 1აჰა, აჰარონიანთა დასები: აჰარონის ძენი - ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
- 2მამაზე ადრე დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, ისე, რომ ძენი არ ჰყოლიათ და ელეაზარი და ითამარი მღვდლობდნენ.
- 3დაადგინა დავითმა ცადოკი - ელეაზარის ძეთაგან და ახიმელექი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავის ადგილზე, თავ-თავისი მსახურების მიხედვით.
- 4აღმოჩნდა, რომ ელეაზარის ძეთაგან მამისსახლთა თავკაცები უფრო მეტი იყო, ვიდრე ითამარის ძეთაგან. ასე დაანაწილა ისინი: ელეაზარის ძეთაგან მამისსახლთა თექვსმეტი თავკაცი, ითამარის ძეთაგან კი - რვა.
- 5წილისყრით დაანაწილეს ისინი, ვინაიდან ელეაზარისა და ითამარის ძენი მთავრობდნენ საწმიდრისა და უფლის წინაშე.
- 6და აღნუსხავდა მათ შემაყია ნეთანელის ძე, ლევიანი მწერალი, მეფისა და მთავართა, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის, ლევიანი ღვთისმსახურების მამისსახლთა თავკაცების წინაშე; წილის ყრისას ერთ ოჯახს ელეაზარის გვარიდან იყვანდნენ, ერთს კი - ითამარისა.
- 7პირველი წილი იეჰოიარიბს ერგო, მეორე - იედაიას,
- 8მესამე - ხარიმს, მეოთხე - სეყორიმს,
- 9მეხუთე - მალქიას, მეექვსე - მიამინს,
- 10მეშვიდე - ჰაკოცს, მერვე - აბიას,
- 11მეცხრე - იეშუას, მეათე - შექანიაჰუს,
- 12მეთერთმეტე - ელიაშიბს, მეთორმეტე - იაკიმს,
- 13მეცამეტე - ხუფას, მეთოთხმეტე - იეშებაბს,
- 14მეთხუთმეტე - ბილგას, მეთექვსმეტე - იმერს,
- 15მეჩვიდმეტე - ხეზირს, მეთვრამეტე - ჰაფიცეცს,
- 16მეცხრამეტე - ფეთახიას, მეოცე - იეხეზკელს,
- 17ოცდამეერთე - იაქინს, ოცდამეორე - გამულს,
- 18ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს.
- 19ეს იყო მათი განაწესი უფლის ტაძარში სამსახურისას თავისი წესისამებრ, რომელიც მიიღეს მათი მამის, აჰარონის ხელით, როგორც ამცნო მას უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
- 20ასე დანაწილდნენ ლევის დანარჩენი ძენი: ყამრამის ძეთაგან - შუბაელი; შუბაელის ძეთაგან - იეხდეიაჰუ;
- 21რეხაბიაჰუსგან: მის ძეთაგან - იშია, თავკაცი;
- 22იცჰარელთაგან - შელომოთი; შელომოთის ძეთაგან - იახათი;
- 23ხებრონის ძენი: იერიაჰუ, ამარიაჰუ - მეორე, იახაზიელი - მესამე და იაკამეამი - მეოთხე.
- 24უზიყელის ძეთაგან - მიქა; მიქას ძეთაგან - შამირი;
- 25მიქას ძმა - იშია; იშიას ძეთაგან - ზაქარია;
- 26მერარის ძენი - მახლი და მუში; იაყაზიაჰუს ძეთაგან - ბენო.
- 27მერარის ძეები იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოჰამი, ზაქური და ყიბრი.
- 28მახლისგან - ელეაზარი, რომელსაც ძენი არ ჰყავდა.
- 29კიშისგან - მისი ძე, იერახმეელი.
- 30მუშის ძენი - მახლი, ყედერი და იერიმოთი, ესენი იყვნენ ლევიანთა ძენი, თავიანთი საგვარეულოების მიხედვით.
- 31მათაც უყარეს წილი, როგორც აჰარონის ძეებს - მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მამისსახლთა თავკაცების, მღვდლებისა და ლევიანთა წინაშე; მამისსახლთა თავკაცებმა თავიანთ უმცროს ძმებთან ერთად იყარეს წილი.
იტვირთება შემდეგი თავი