1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 26

  1. 1
    კარიბჭეთა მცველების განაწილება: კორახელთაგან - მეშელემიაჰუ კორეს ძე, ასაფის ძეთაგან.
  2. 2
    მეშელემიაჰუს ძენი: ზაქარია - პირმშო, იედიყაელი - მეორე, ზებადიაჰუ - მესამე, იათნიელი - მეოთხე,
  3. 3
    ყელამი - მეხუთე, იოხანანი - მეექვსე, ელიეჰოყენაი - მეშვიდე;
  4. 4
    ყობედ-ედომის ძენი: შემაყია - პირმშო, იეჰოზაბადი - მეორე, იოახი - მესამე, საქარი - მეოთხე, ნეთანელი - მეხუთე,
  5. 5
    ყამიელი - მეექვსე, ისაქარი - მეშვიდე და ფეყულათი - მერვე, რადგან აკურთხა ღმერთმა იგი.
  6. 6
    მის ძეს, შემაყიას შეეძინა ძენი, რომლებიც მათი საგვარეულოს უფროსები გახდნენ, ვინაიდან ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ.
  7. 7
    შემაყიას ძენი: ყოთნი, რეფაელი, ყობედი და ელზაბადი, რომელთა ძმანიც მამაცი ვაჟკაცები იყვნენ, ელიჰუ და სემაქიაჰუ.
  8. 8
    ყველა ესენი ყობედ-ედომის ძეთაგან იყვნენ; ისინი, მათი ძენი და ძმანი, ძლიერი და უნარიანი ვაჟკაცები იყვნენ მსახურებაში; ასეთი სამოცდაორი ჰყავდა ყობედ-ედომს.
  9. 9
    მეშელემიაჰუს თვრამეტი ძე და ძმა ჰყავდა.
  10. 10
    ხოსა მერარის ძის ვაჟები: თავკაცი შიმრი, თუმცა პირმშო არ ყოფილა, მამამისმა დაადგინა საგვარეულოს თავკაცად,
  11. 11
    ხილკიაჰუ - მეორე, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარია - მეოთხე; სულ ცამეტი ძმა და ვაჟი ჰყავდა ხოსას.
  12. 12
    კარიბჭის მცველთა ამ რაზმების თავკაცებსაც, თავიანთი ძმების მსგავსად უფლის ტაძარში მსახურება ევალებოდათ.
  13. 13
    ყოველ კარიბჭეზე წილი ჰყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.
  14. 14
    აღმოსავლეთისკენ წილი შელემეიჰუს ერგო; ზაქარიას, მის ძეს, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და ჩრდილოეთით ერგო;
  15. 15
    ყობედ-ედომს - სამხრეთით, მის ძეებს კი - საწყობებთან;
  16. 16
    შუფიმსა და ხოსას - დასავლეთით, შელექეთის კარიბჭესთან აღმავალ გზაზე, სადაც საგუშაგო იყო საპყრობილეს პირდაპირ.
  17. 17
    აღმოსავლეთით - ექვსი ლევიანი იყო, ჩრდილოეთით - დღიურად ოთხი, სამხრეთით - დღიურად ოთხი და საწყობებთან - ორ-ორი.
  18. 18
    დასავლეთ მოედანთან: გზაზე - ოთხი, ხოლო თვით მოედანზე - ორი.
  19. 19
    ესაა კარიბჭეთა გუშაგების დანაწილება კორახისა და მერარის ძეთაგან.
  20. 20
    ლევიანთაგან - ახია, ღვთის საგანძურსა და შეწირული ნივთების საგანძურზე იყო დადგენილი.
  21. 21
    ლაყდანის ძენი, გერშონიანის შთამომავალთაგან, გერშონელებში ლაყდანის მამისსახლის თავკაცები: იეხიელი;
  22. 22
    იეხიელის ძენი - ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის ტაძრის საგანძურს დარაჯობდნენ
  23. 23
    ყამრამის, იცჰარის, ხებრონის და ყუზიელის ძეებთან ერთად.
  24. 24
    შებუელ გერშომის ძე, მოსეს შთამომავალი - საგანძურების მთავარი გამგებელი იყო.
  25. 25
    მისი ძმები ელეაზარისგან; რეხაბიაჰუ - მისი ძე, ეშაყიაჰუ - მისი ძე, იორამი - მისი ძე, ზიქრი - მისი ძე და შელომითი - მისი ძე.
  26. 26
    ეს შელომითი და მისი ძმები ზედამხედველობდნენ მეფე დავითის, მამისსახლის თავკაცების, ათასისთავების, ასისთავებისა და ჯარის სარდლების მიერ შეწირული ნივთების მთელ საგანძურს,
  27. 27
    რომელიც ბრძოლებში მონაპოვარი ნადავლიდან მიუძღვნეს უფლის სახლს მის განსამტკიცებლად.
  28. 28
    ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველს, საულ კიშის ძეს, აბნერ ნერის ძეს, იოაბ ცერუიას ძეს და დანარჩენებს ჰქონდათ მიძღვნილი, შელომითსა და მის ძმებს გადასცეს.
  29. 29
    იცჰარის საგვარეულოდან ქენანიაჰუ და მისი ძენი განწესდნენ ისრაელის გარე საქმეებზე - მთავრებად და მსაჯულებად.
  30. 30
    ხებრონის საგვარეულოდან ხაშაბიაჰუ და მისი ძმანი, ათას შვიდასი მამაცი კაცი გამწესდა ისრაელზე, იორდანეს გაღმა, დასავლეთით, უფლის ყოველი საქმისა და მეფის მსახურებისთვის.
  31. 31
    ხებრონის საგვარეულოში იერია იყო ხებრონელთა მეთაური. დავითის მეფობის მეორმოცე წელს აღირიცხნენ ისინი და გილყადის იაყეზერში აღმოჩნდა მათ შორის მამაცი ხალხი.
  32. 32
    მათი ძმანი, ორი ათას შვიდასი მამაცი ვაჟკაცი, მამისსახლთა თავკაცნი იყვნენ. მეფე დავითმა რეუბენელებზე, გადელებსა და მენაშეს ნახევარ ტომზე დააყენა ისინი უფლისა და მეფის ყოველი საქმისთვის.
იტვირთება შემდეგი თავი