1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუყა, იაშუბი და შიმრონი - ოთხნი.
- 2თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იაბსამი და სამუელი - თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თოლაყის ტომიდან, თავისი მოდგმის ძლიერი ვაჟკაცები; დავითის დღეებში მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო.
- 3ყუზის ძე იზრახია. იზრახია და მისი ძენი: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია - ხუთნი; ყველა მეთაური.
- 4თავ-თავისი მოდგმით და მამისსახლებით, ოცდათექვსმეტი ათასი მეომარი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლები და ძეები ჰყავდათ.
- 5მათი ძმები და ისაქარის მთელი საგვარეულოს მამაცი მეომრები, ოთხმოცდაშვიდი ათასი იყვნენ. ყველანი თავ-თავისი გვარტომით აღრიცხული.
- 6ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბექერი და იედიყაელი - სამნი.
- 7ბელაყის ძენი: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, იერიმოთი და ყირი - ხუთი თავკაცი; მათი საგვარტომოს რიცხვი, მამისსახლის თავკაცების მიხედვით, სულ ოცდაორიათას ოცდათოთხმეტი კაცი.
- 8ბექერის ძენი: ზემირა, იოყაში, ელიეზერი, ელიოყენაი, ყომრი, ირემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი - ყველა ესენი ბექერის ძენი არიან.
- 9მათი საგვარტომოს რიცხვი, მამისსახლის თავკაცების მიხედვით - სულ ოციათას ორასი მამაცი მებრძოლი.
- 10იედიყაელის ძე; ბილჰანი და ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი.
- 11ყველა ესენი იედიყაელის ძენი არიან. მამისსახლთა თავკაცები, მამაცი მეომრები; მათგან ჩვიდმეტიათას ორასი კაცი გადიოდა ომში:
- 12შეფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო,
- 13ნაფთალის ძენი: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი - ბილჰას შვილები იყვნენ.
- 14მენაშეს ძენი: ასრიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ უშვა და მაქირი, გილყადის მამა.
- 15მოიყვანა ცოლად მაქირმა ხუფიმისა და შუფიმის და მაყაქა. მენაშეს მეორე ძეს ცელაფხადი ერქვა; მას მხოლოდ ასულები ჰყავდა.
- 16მაყაქამ, მაქირის ცოლმა შვა ძე და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა, მისი ძენი იყვნენ ულამი და რაკამი.
- 17ულამის ძე - ბედანი. ესენი იყვნენ გილყადის ძენი, მაქირის ძისა, მენაშეს ძისა.
- 18მისმა დამ, ჰამოლექეთმა შვა იშჰოდი, აბიყეზერი და მახლა.
- 19შემიყადის ძენი იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი.
- 20ეფრემის ძენი: შუთელახი, მისი ძე ბერედი, მისი ძე თახათი, მისი ძე ელყადა, მისი ძე თახათი,
- 21მისი ძე ზაბადი, მისი ძე შუთელახი, ყეზერი და ელყადი, რომლებიც გათელმა კაცებმა მოკლეს, ვინაიდან მათი საქონლის წასართმევად მივიდნენ.
- 22მრავალ დღეს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა. მისი ძმები მოვიდნენ მის სანუგეშოდ.
- 23შევიდა იგი თავის ცოლთან, დაორსულდა და შვა ძე, სახელად ბერიყა დაარქვეს, რადგან უბედურება ეწია მის სახლს.
- 24შეერამ, მისმა ასულმა, ააშენა ქვემო და ზემო ბეთხორონი და უზენ-შეერა.
- 25მისი ძე იყო რეფახი; მისი ძე რეშეფი და თელახი და მისი ძე თახანი,
- 26მისი ძე ლაყდანი, მისი ძე ყამიჰუდი, მისი ძე ელიშამაყი,
- 27მისი ძე ნავე, მისი ძე იეშუა.
- 28მათი სამფლობელო და სამკვიდრო იყო: ბეთელი თავისი ქალაქებით, აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი, თავისი ქალაქებით, შექემი თავისი ქალაქებით ყაიამდე და მის ქალაქებამდე.
- 29მენაშეს ძეთა საზღვრები: ბეთ-შეანი და მისი ქალაქები, თანახი და მისი ქალაქები, მეგიდო და მისი ქალაქები, დორი და მისი ქალაქები. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსების, ისრაელის ძის ვაჟები.
- 30აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და სერახი, მათი და.
- 31ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი, ბირზაითის მამა.
- 32ხებერმა შვა იაფლეტი, შომერი, ხოთამი და შუაყი, მათი და.
- 33იაფლეტის ძენი: ფასაქი, ბიმჰალი და ყაშვათი. ესენი იყვნენ იაფლეტის ძენი.
- 34შამერის ძენი: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი.
- 35მისი ძმის, ჰელემის ძენი: ცოფახი, იმნაყი, შელეში და ყამალი.
- 36ცოფახის ძენი: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა,
- 37ბეცერი, ჰოდი, შამა, შილშა, ითრანი და ბეერა.
- 38იეთერის ძენი: იეფუნე, ფისფა და არა.
- 39ყულას ძენი: არახი, ხანიელი და რიცია.
- 40ყველა ესენი აშერის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული, მამაცი მეომრები, მთავართა მთავრები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით ოცდაექვსი ათასი ომში გამსვლელი კაცია ჩაწერილი.
იტვირთება შემდეგი თავი