- 1
უხუცესი - რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც ჭეშმარიტება შეუცვნია;
- 2
ჭეშმარიტებისთვის, ჩვენში რომ მკვიდრობს და უკუნისამდე ჩვენში იქნება.
- 3
მადლი, წყალობა და მშვიდობა იყოს ჩვენთან მამა ღმერთისგან და მისი ძის, უფალ იესო ქრისტესგან, ჭეშმარიტებასა და სიყვარულში.
- 4
დიდად გავიხარე, შენ შვილებს შორის ჭეშმარიტებაში მავალნი რომ ვპოვე, როგორც მამისგან მივიღეთ მცნებად.
- 5
ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, ისე არა, თითქოს ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც დასაბამიდან გვაქვს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
- 6
სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების მიხედვით დადიოდეთ. ეს ის მცნებაა, რომელიც დასაბამიდან გესმათ, რომ მასში დადიოდეთ.
- 7
რადგან მრავალი მაცდური შემოვიდა ქვეყნიერებაზე, რომლებიც არ აღიარებენ ხორცში მოსულ იესო ქრისტეს; ეს არის მაცდური და ანტიქრისტე.
- 8
თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღწვოდით, არამედ სრული საზღაური მიიღოთ.
- 9
ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არა ჰყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.
- 10
თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, სახლში ნუ მიიღებთ და ნურც მიესალმებით მას.
- 11
რადგან ვინც მას მიესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა.
- 12
ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ ქაღალდითა და მელნით არ ვისურვე, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული.
- 13
მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულები, ამინ!