3 იოანე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    უხუცესი - საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებაში.
  2. 2
    საყვარელო! ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყო და მიაღწიო ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებასაც შენი სულით მიაღწიე.
  3. 3
    ვინაიდან დიდად გავიხარე, ძმები რომ მოვიდნენ და დაამოწმეს შენს ჭეშმარიტებაზე, რომელშიც დადიხარ ჭეშმარიტებით.
  4. 4
    არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.
  5. 5
    საყვარელო! ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც იქმ ძმებისთვის, თანაც უცხოთათვის,
  6. 6
    რომელთაც დაამოწმეს კიდეც შენს სიყვარულზე ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ ღვთის წინაშე, თუ ღირსეულად გამოისტუმრებ მათ.
  7. 7
    ვინაიდან მისი სახელის გულისთვის წამოვიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან.
  8. 8
    ამიტომ გვმართებს, რომ მივიღოთ ასეთები, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ.
  9. 9
    ეკლესიას მივწერე, მაგრამ მათთან პირველობის მოყვარე დიოტრეფე არ გვღებულობს ჩვენ.
  10. 10
    ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ იმ საქმეებს, ის რომ სჩადის, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის; თი­თქოს ეს არ კმაროდეს, ძმებსაც არ ღებულობს და მსურველებსაც უკრძალავს და სდევნის ეკლესიიდან.
  11. 11
    საყვარელო! ბოროტს ნუ მიბაძავ, კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღვთისგანაა, ბოროტმოქმედს კი ღმერთი არ უხილავს.
  12. 12
    დიმიტრის შესახებ ყველამ დაამოწმა და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.
  13. 13
    ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე მელნითა და კალმით მომეწერა.
  14. 14
    ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ. მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელდებით.