ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 48
- 1ესაა ტომთა სახელები: ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზაზე ხამათისა და ჰაცარ-ყენანის შესასვლელისკენ, დამასკოს საზღვარზე, ჩრდილოეთისკენ, ჰამათის გვერდით ექნებათ ერთი საზღვარი - აღმოსავლეთიდან დასავლეთით, დანს ერთი ნაწილი.
- 2დანის საზღვართან, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, აშერს ერთი წილი.
- 3აშერის საზღვართან კი, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, ნაფთალს ერთი წილი.
- 4ნაფთალის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, მენაშეს ერთი წილი.
- 5მენაშეს საზღვართან კი, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, ეფრემს ერთი წილი.
- 6ეფრემის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, რეუბენს ერთი წილი.
- 7რეუბენის საზღვართან კი, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე, იუდას ერთი წილი.
- 8იუდას საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე შესაწირი იქნება, რომელსაც შესწირავთ: ოცდახუთი ათასი სიგანე, სიგრძე კი, სხვა მიწების მსგავსად აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე. საწმიდარი იქნება მის შუაგულში.
- 9შენაწირი, თქვენს უფალს რომ მიუძღვნით, სიგრძით ოცდახუთი ათასი იქნება და სიგანით - ათი ათასი.
- 10ეს იქნება წმიდა შენაწირი ღვთისმსახურთათვის: ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი, დასავლეთით სიგანე ათი ათასი, აღმოსავლეთით სიგანე ათი ათასი, სამხრეთით კი სიგრძე ოცდახუთი ათასი. უფლის საწმიდარი მის შუაგულში იქნება.
- 11წმიდა ღვთისმსახურთათვის ცადოკის ძეთაგან, რომლებმაც აღმისრულეს მოვალეობა და არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, ლევიანთა მსგავსად;
- 12მათი წილი ლევიანთა საზღვართან, წმიდათა წმიდად შერაცხული შენაწირი მიწიდან იქნება.
- 13ლევიანთა წილი კი ღვთისმსახურთა საზღვრის მოპირდაპირედ იქნება, ოცდახუთი ათასი სიგრძით და ათი ათასი სიგანით. სრული სიგრძე ოცდახუთი ათასი და სიგანე ათი ათასი.
- 14არ უნდა გაყიდონ მისგან და არ გაცვალონ, არც ამ მიწის პირველნაყოფი გაასხვისონ, რადგან წმიდაა უფლისთვის.
- 15ხოლო დარჩენილი ხუთი ათასი სიგანით და ოცდახუთი ათასი სიგრძით ადგილია ქალაქის, გარეუბნებისა და მოედნისთვის; ქალაქი მის შუაგულში იქნება.
- 16ესაა მისი ზომები: ჩრდილოეთ მხარეს - ოთხიათას ხუთასი, სამხრეთ მხარეს - ოთხიათას ხუთასი, აღმოსავლეთ მხარეს - ოთხიათას ხუთასი და დასავლეთ მხარეს - ოთხიათას ხუთასი.
- 17ექნება ქალაქს შემოგარენი: ჩრდილოეთით - ორას ორმოცდაათი, სამხრეთით - ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით - ორას ორმოცდაათი და დასავლეთით - ორას ორმოცდაათი.
- 18დანარჩენი იმ მიწისა, რაც სიგრძეზე მორჩება, წმიდა შენაწირის პირდაპირ - ათი ათასი აღმოსავლეთით და ათი ათასი დასავლეთით, წმიდა შენაწირის პირდაპირ, ქალაქში მომუშავეთა სანოვაგედ იქნება.
- 19ქალაქში კი ისრაელის ყოველი ტომიდან შეეძლებათ მუშაობა.
- 20მთელი წილი შემონაწირისა ოთხკუთხედად - ოცდახუთი ათასი ოცდახუთ ათასზე, წმიდის შესაწირად დაადგინეთ, ქალაქის მამულებთან ერთად.
- 21მონარჩენი კი მთავრისთვის იქნება, წმიდისთვის შენაწირის ორივე მხრიდან და ქალაქის მამულების მხრიდან ოცდახუთი ათას წყრთაზე, შენაწირის საზღვრამდე აღმოსავლეთით, დასავლეთისკენ ოცდახუთ ათასზე, დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, მთავრის წილი სხვათა წილების შესაბამისად. იქნება წმიდისთვის შენაწირი და საწმიდარი მის შუაგულში.
- 22ლევიანთა ქონება და ქალაქის ქონება მთავრის კუთვნილი წილის შუაგულში იქნება, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის იქნება მთავრისთვის.
- 23დანარჩენი ტომებისთვის კი აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - ბენიამინს ერთი წილი.
- 24ბენიამინის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - სიმონს ერთი წილი.
- 25სიმონის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - ისაქარს ერთი წილი.
- 26ისაქარის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - ზებულუნს ერთი წილი.
- 27ზებულუნის საზღვართან, აღმოსავლეთ კიდიდან დასავლეთ კიდემდე - გადს ერთი წილი.
- 28გადის საზღვართან, სამხრეთით, თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლამდე, ხევის გასწვრივ, დიდ ზღვამდე, საზღვარი იქნება.
- 29ესაა მიწა, რომელსაც გაუნაწილებთ ისრაელის ტომებს მემკვიდრეობად, ესაა მათი წილები!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 30"ესენია ქალაქის გასასვლელები - ჩრდილოეთის მხრიდან ოთხიათას ხუთასი წყრთა სიგრძეში.
- 31ისრაელის ტომთა სახელებით იწოდება ქალაქის კარიბჭენი: ჩრდილოეთით სამი კარიბჭე იქნება - რეუბენის კარიბჭე, იუდას კარიბჭე და ლევის კარიბჭე.
- 32აღმოსავლეთის მხრიდან ოთხიათას ხუთასი წყრთა. სამი კარიბჭე იქნება: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე.
- 33სამხრეთის მხრიდან ოთხიათას ხუთასი წყრთა. სამი კარიბჭე იქნება: სიმონის კარიბჭე, ისაქარის კარიბჭე და ზებულუნის კარიბჭე.
- 34დასავლეთის მხარე ოთხიათას ხუთასი წყრთა. სამი კარიბჭე იქნება: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე.
- 35გარშემოწერილობა თვრამეტი ათასი წყრთა იქნება. იმ დღიდან ქალაქს ერქმევა "უფალი არის იქ!”