დაბადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ეს არის ნოეს ძეთა - სემის, ქამისა და იაფეთის - შთამომავლობა. ძენი შეეძინათ მათ წარღვნის შემდეგ.
- 2იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- 3გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
- 4იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.
- 5ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირელი ხალხები თავიანთ ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის, თავისი ტომის მიხედვით, საკუთარ ხალხში.
- 6ქამის ძენი: ქუში და მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- 7ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და რაყმას ძენი: შება და დედანი.
- 8ქუშმა შვა ნიმროდი. მან იწყო ძალის გამოჩენა დედამიწაზე.
- 9ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა - ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე!
- 10თავიდან მის სამეფოს შეადგენდა ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე - შინყარის ქვეყანაში.
- 11ამ ქვეყნიდან წამოვიდა აშურში და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი და ქალახი.
- 12და რესენი, რომელიც ნინევესა და ქალახს შორის იყო, დიდი ქალაქი.
- 13მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა,
- 14ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგანაც გამოვიდნენ ფილისტიმელნი) და ქაფთორელთა.
- 15ქანაანს ეყოლა სიდონი, მისი პირმშო, და ხეთი,
- 16იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,
- 17ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,
- 18არვადელნი, ცემარელნი და ჰამათელნი და მერე გაიფანტნენ ქანაანის ტომებად.
- 19და იყო ქანაანელთა საზღვარი სიდონიდან გერარის მიმართულებით - ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით - ლაშაყამდე.
- 20ესენი იყვნენ ქამის ძენი თავისი გვარებისა და ენების მიხედვით, თავ-თავის მიწებსა და ერებში.
- 21სემს, იაფეთის უფროს ძმასაც, შეეძინა შვილები. სემი იყო ყებერის მთელი შთამომავლობის მამა.
- 22სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
- 23არამის ძენი: ყუცი, ჰული, გეთერი და მაში.
- 24არფაქშადს შეეძინა შელახი, შელახს - ყებერი.
- 25ყებერმა შვა ორი ძე: ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო დედამიწა, მის ძმას ერქვა იოკტანი.
- 26იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი.
- 27ჰადორამი, უზალი და დიკლა,
- 28ყობალი, აბიმაელი და შება,
- 29ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველა იოკტანის ძენი იყვნენ.
- 30მათი დასახლება მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე ვრცელდებოდა.
- 31ესენი არიან სემის ძენი თავიანთი გვარებისა და ენების მიხედვით, თავიანთ მიწებზე და ერებში.
- 32ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავის ხალხებში, თავისი გვარების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ერები მთელ დედამიწაზე.
იტვირთება შემდეგი თავი