ოსია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.
- 2ორი დღის შემდეგ გაგვაცოცხლებს და მესამე დღეს აღგვადგენს, რათა ვიცოცხლოთ მის წინაშე.
- 3უფალს შევიმეცნებთ, ვისრაფებთ მის შემეცნებას; განთიადივითაა მისი მოსვლა; მოვა, როგორც ადრეული და საგვიანო წვიმა, დაარწყულებს მიწას.
- 4რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი ღვთისმოსაობა დილის ნისლივითაა, ალიონზე წარმავალი ცვარივით.
- 5ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.
- 6რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი.
- 7მათ კი ადამივით დაარღვიეს აღთქმა და იქ მიღალატეს.
- 8ბოროტმოქმედთა ქალაქია გილყადი, სისხლით გაკვალული.
- 9ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სამარცხვინო დანაშაულს სჩადიან.
- 10ვიხილე სისაძაგლე ისრაელის სახლში, ეფრემის სიძვით შეიბილწა ისრაელი.
- 11შენც დაგიდგინე მკა, იუდავ, როცა მობრუნდება ტყვეობიდან ჩემი ხალხი.
იტვირთება შემდეგი თავი