ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და ეტყვის: "ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ კი შენი სახელით ვიწოდებოდეთ, ჩამოგვაცილე სირცხვილი”.
- 2იმ დღეს გამშვენდება და გაბრწყინდება უფლის ყლორტი, მიწის ნაყოფი კი ისრაელის გადარჩენილთათვის იქნება დიდებად და მშვენებად.
- 3მაშინ სიონის ნატამალი და იერუსალიმის გადარჩენილნი წმიდად იწოდებიან - ყველა, ვინც ჩაწერილია იერუსალიმში საცხოვრებლად.
- 4როცა ჩამორეცხავს უფალი სიბინძურეს სიონის ასულთ და სისხლს ჩამოჰბანს იერუსალიმის წიაღს განკითხვის სულითა და მწველი სულით,
- 5მაშინ გამოსახავს უფალი სიონის მთელ მთასა და მთელ მის კრებულზე ღრუბელსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ელვარებას ღამით, ვინაიდან ყოველივეს დიდება დაფარავს.
- 6იქნება იგი საჩრდილობლად დღის პაპანაქებაში და თავშესაფრად ავდარსა და წვიმაში.
იტვირთება შემდეგი თავი