ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 131
- 1უფალო, გაიხსენე დავითი და ყოველი ტანჯვა მისი.
- 2როგორ შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს:
- 3არ შევალ ჩემი სახლის კარავში, არ ავალ ჩემს სარეცელზე.
- 4არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და თვლემას ჩემს წამწამებს,
- 5ვიდრე არ ვიპოვი ადგილს უფლისთვის, სამკვიდროს იაკობის ძლიერისთვის.
- 6აჰა, გვესმა მასზე ეფრათში, იაყარის ველზე ვპოვეთ იგი.
- 7მივიდეთ მის სადგომებში და დავემხოთ მის ფეხთა სადგამთან.
- 8აღსდექ უფალო და მიდი შენს სავანეში, შენ და შენი ძლიერების კიდობანი.
- 9სიმართლით შეიმოსონ შენი მღვდელნი და შენმა წმიდანებმა სიხარულით იყიჟინონ.
- 10შენი მსახურის დავითის გამო, ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.
- 11უფალმა შეჰფიცა დავითს ჭეშმარიტებით და არ გადაუხვევს მისგან: "შენი მუცლის ნაყოფს დავსვამ შენს ტახტზე.
- 12თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმასა და მცნებებს, რომელთაც ვასწავლი, მათი შვილებიც უკუნისამდე ისხდებიან შენს ტახტზე”.
- 13რადგან სიონი ამოირჩია უფალმა, თავისთვის ისურვა სამკვიდრებლად.
- 14"მარადიულად ეს არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი, აქ დავმკვიდრდები, რადგან ასე ვისურვე.
- 15უხვად ვაკურთხებ მის საზრდოს და პურით გავაძღებ მის ღარიბებს.
- 16გადარჩენით შევმოსავ მის მღვდლებს და მისი წმიდანები ხმამაღლა იგალობებენ.
- 17იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსების რქას, ლამპარი გავმართე ჩემი ცხებულისთვის.
- 18სირცხვილით შევმოსავ მის მტრებს, მასზე კი მისი გვირგვინი იბრწყინებს!”
იტვირთება შემდეგი თავი