ზაქარია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    ანგელოზი, მე რომ მელაპარაკა, მობრუნდა და გამომაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ.
  2. 2
    მკითხა: რას ხედავ? მივუგე: აჰა, მთლად ოქროს სასანთლეს ვხედავ, თავზე ფიალით - ზეთისთვის, ასევე შვიდი ლამპრითა და შვიდი საწრეტით ლამპრებზე, რომლებიც მის თავზეა;
  3. 3
    ორი ზეთისხილის ხეა მასთან, ერთი ფიალის მარჯვნივ და ერთიც მარცხნივ.
  4. 4
    მივუგე და ვუთხარი ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს: რა არის ესენი, ბატონო?
  5. 5
    მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: განა არ იცი რა არის ესენი? ვუპასუხე: არა, ჩემო ბატონო.
  6. 6
    მომიგო და ასე მიპასუხა: აი, უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ: არა ძლიერებით და არა ძალით, არამედ ჩემი სულით! - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  7. 7
    რა ხარ, დიადო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები და გამოიღებს იგი ქვაკუთხედს ტაძრისთვის შეძახილით: მადლი, მადლისა წილ!
  8. 8
    და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  9. 9
    ზერუბაბელის ხელმა დააფუძნა ეს სახლი და მისი ხელივე დაასრულებს! და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა, წარმომგზავნა თქვენთან.
  10. 10
    რადგან ვინ მოიძულა მცირე წამოწყების დღე? გაიხარებენ ისინი, რადგან იხილავენ შვეულს ზერუბაბელის ხელში - ეს უფლის შვიდი თვალია, ისინი გადასწვდებიან მთელ ქვეყნიერებას.
  11. 11
    მივუგე და ვკითხე: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?
  12. 12
    მეორედაც მივმართე და ვკითხე: რა არის ეს ორი რტო ზეთისხილისა, საიდანაც ოქროს ორი საწრეტით იღვრება ოქრო?
  13. 13
    მიპასუხა: განა არ იცი, რა არის ეს? ვუთხარი: არა, ჩემო ბატონო!
  14. 14
    მითხრა: ეს არის ორი ცხებული, რომელიც მთელი ქვეყნიერების ბატონის წინაშე დგას.
იტვირთება შემდეგი თავი