დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი.
- 2და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.
- 3და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.
- 4ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.
- 5ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.
- 6ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა
- 7და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.
- 8და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა.
- 9და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა.
- 10ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.
- 11სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ.
- 12ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი.
- 13და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა.
- 14და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.
- 15და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.
- 16და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.
- 17ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.
- 18და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი.
- 19და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ.
- 20და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.
- 21დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.
- 22და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:
- 23და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.
- 24ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა
- 25და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.
იტვირთება შემდეგი თავი