დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1და მოჰხედა უფალმან სარრას, ვითარცა ჰრქუა და უყო ღმერთმან სარრას, ვითარცა ეტყოდა მას.
- 2და მიუდგა და უშვა აბრაჰამს ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი.
- 3და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ.
- 4და წინა-დასცჳთა აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
- 5ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი.
- 6და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა.
- 7და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა.
- 8და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი.
- 9და იხილა სარრა ძე აგარისი მეგჳპტელისა. რომელ-იგი ესვა აბრაჰამს, იმღერდა ისაკის თანა, ძისა მისისა.
- 10მიუგო და ჰრქუა აბრაჰამს: განაძე მჴევალი ეგე და ძე მისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს ძემან მჴევლისამან ძისა ჩემისა ისაკის თანა.
- 11ხოლო ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.
- 12და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.
- 13ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს.
- 14ხოლო აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს. და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.
- 15მოაკლდა წყალი იგი თხიერისაჲ მისგან და დააგდო ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა.
- 16და წარვიდა ღა დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.
- 17შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო, და უწოდა ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს.
- 18აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე.
- 19და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მივიდა და აღავსო თხიერი იგი წყლითა და ასუა ყრმასა მას, და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა.
- 20და აღორძნდა და დაეშენა უდაბნოსა და იყო იგი მეისარ.
- 21და დაემკჳდრა უდაბნოსა მას ფარანისა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანით ეგჳპტით.
- 22მას ჟამსა ოდენ მიუგო აბიმელექ და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარმან და ფიქოლ, ერისთავმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუა: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ.
- 23აწ უკუე მეფუცე მე, ღმერთსა, რათა არა მავნო, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელი ვყავ შენ თანა და ქუეყანასა მას. რომელსა დამკჳდრებულ ხარ შენ მას ზედა.
- 24და ჰრქუა მას აბრაჰამ: მე უკუე გეფუცო შენ.
- 25და ამხილა აბრაჰამ აბიმელექს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მოუღიეს მწყემსთა მათ აბიმელექისთა.
- 26ჰრქუა აბიმელექ აბრაჰამს: არა ვიცი, ვინ ყო საქმე ეგე. არცა შენ მითხარ, არცა მე მესმა, არამედ დღეს ხოლო.
- 27მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელექს და აღითქუეს ორთავე აღთქუმა.
- 28დაადგინა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან.
- 29და ჰრქუა აბრაჰამს აბიმელექ: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვართანი, რომელ-ესე დაადგინენ თჳსაგან?
- 30მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან. რათა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე.
- 31ამისთჳს უწოდა სახელი ადგილსა მას ჯურღმულ ფიცისა.
- 32რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელექ და ოქოზათ, მზახალი იგი მისი, და ფიქორ, ერისთავი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ.
- 33დაასხა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელი უფლისა ღმრთისა საუკუნოჲ.
- 34და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა.
იტვირთება შემდეგი თავი