დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 40
- 1და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარღჳნისმწდემან მეფისა ეგჳპტისამან და მეპურეთ მოძღუარმან უფალსა მათსა მეფესა ეგჳპტისასა.
- 2და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნისმნესა მას და მეპურეთმოძღუარსა.
- 3და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ იყო.
- 4და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთმთავარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა და იყუნეს იგინი საპყრობილესა შინა მრავალ დღე.
- 5და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისა, ღჳნისმნემან მან და მეპურეთმოძღუარმან მან, რომელ-იგი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტელისანი. და ესენი იყვნეს საპყრობილესა შინა.
- 6შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, რამეთუ იყვნეს შეძრწუნებულ.
- 7და ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა მას შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს.
- 8ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე.
- 9და უთხრა ღჳნისმნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და თქუა: ვხედევდ ძილსა შინა ჩემსა.
- 10და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა და ვენაჴსა მას სამნი ძირნი ჯდა. იგი ჩენთა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი მისნი.
- 11და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა ფარაოსთა.
- 12და ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.
- 13სამნი დღენი წარჴდენ, მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ შენი და კუალად დაგადგინოს შენ მთავრად ღჳნისმნეობასავე შენსა და მისცე სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა მისსა, პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ პირისმწდე.
- 14არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გიყოს შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.
- 15რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.
- 16და ვითარცა იხილა მეპურეთმოძღუარმან მან, რამეთუ მართალ გამოუთარგმნა მას, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლაკანნი სამინდოთა მაქუნდეს თავსა ზედა ჩემსა.
- 17ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა ჩემსა.
- 18მიუგო მას იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ეგე ლაკანნი სამნი დღენი არიან.
- 19სამნი-ღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდონ შენ ძელსა. და მოვიდენ მფრინველნი ცისანი და შეჭამონ ჴორცნი შენნი.
- 20და იყო, მესამესა დღესა დღე იყო შობისა ფარაოსი და ყო სმა დიდი ყოველთა მონათა თჳსთა თანა და მოეჴსენა პატივი ღჳნისმნისა მის და პატიჟი მეპურეთმოძღურისა მის შორის მონათა თჳსთა.
- 21და კუალად დაადგინა ღჳნისმნე იგი მთავრობასავე თჳსსა ზედა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსთა.
- 22ხოლო მეპურეთმოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმნა მას იოსებ.
- 23ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.
იტვირთება შემდეგი თავი