დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა.
- 2ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი.
- 3და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.
- 4რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.
- 5და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.
- 6ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.
- 7და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა.
- 8და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა.
- 9ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
- 10და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.
- 11მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს.
- 12და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.
- 13ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად.
- 14და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი.
- 15და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ.
- 16და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.
- 17და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.
- 18და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.
- 19ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.
- 20ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.
- 21და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი.
- 22და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.
- 23და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.
- 24და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე.
იტვირთება შემდეგი თავი