თომას მანი - „ტონიო კრიოგერი“. აუდიოწიგნი. კითხულობს: მარიკა ჭეღელიძე.
აღწერა
1875 წლის 6 ივნისს ლიუბეკში დაიბადა პაულ თომას მანი - გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანის ოსტატი. თომას მანს აღიარება და მოგვიანებით ნობელის პრემია პირველმა რომანმა, „ბუდენბროკებმა“ მოუტანა. ხელოვანის ბედის თემაა გაშლილი მის ორ მოთხრობაში „ტონიო კრიოგერი“ და „სიკვდილი ვენეციაში“. ბიურგერულ საზოგადოებას არ ესმის ხელოვანის და სწორედ ამიტომ გრძნობს თავს ტონიო კრიოგერი მარტოსულად, მისი გარემოცვა უცხოა მისთვისვე, მაგრამ ტრაგედიაა ისიც, რომ თავადაც უცხოა საზოგადოებისთვის. თუმცა ბოლოს აღიარებს, რომ ჭეშმარიტი პოეტი არ არსებობს ყოველივე ადამიანურისა და ყოველდღიურობის სიყვარულის გარეშე. ცნობილი ხელოვანი გუსტავ აშენბახიც საზოგადოებას უპირისპირდება. მან მთელი სიცოცხლე ხელოვნებისა და სილამაზის მსახურებას მიუძღვნა და მაინც ვერ გაექცა ხელოვნების დეკადენტურობას. მწერალი ესთეტიზმის მაცდურ, ამორალურ მხარეზე მიუთითებს. იმაზე, რომ მხო ლოდ სილამაზის გაიდეალება ჩიხში აქცევს მას და მთავარ დანიშნულებას ართმევს. მაგრამ მშვენიერების საშუალების მიზნად ქცევა, მისი გაფეტიშება და მსახურება ცოდვისკენ უბიძგებს. მშვენიერების გაიდეალება და ზნეობაზე მაღლა დაყენება სიკვდილითაა აღბეჭდილი, მაგრამ რა ლამაზია ეს სიკვდილი, თითქოს მარადისობას უერთდება... *** აუდიო ჩანაწერი გახმოვანებულია თეოფილე მალაქიას (ბატონი რეზო ბაქრაძის) თხოვნით და ემსახურება განათლების დონის ამაღლებას ქართულენოვან სივრცეში. მთარგმნელი - როზეტა დანელია. კითხულობს - მარიკა ჭეღელიძე. მონტაჟი - მარიკა ჭეღელიძე. #აუდიოწიგნი #ლიტერატურა #audiobook