ხელოვნების ამბავი - ერნსტ გომბრიხი

5. ერნსტ გომბრიხი - "ხელოვნების ამბავი" - თავი 9 - 10. (აუდიოწიგნი)

აღწერა

00:00:01 თავი 9. - მებრძოლი ეკლესია. მეთორმეტე საუკუნე ; 00:15:52 თავი 10. - გამარჯვებული ეკლესია. მეცამეტე საუკუნე. *** Playlist: ერნსტ გომბრიხი - "ხელოვნების ამბავი" - https://www.youtube.com/playlist?list=PLHha6qKv7Ko2i0uDJd62f_HFqZnGiAj0K *** „ხელოვნების ამბავი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 60 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის – უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს. „ეს არის წიგნი, რომელსაც შეუძლია – თუ მას ფართო მკითხველი გაეცნობა – მთელი თაობის აზროვნება შეცვალოს. გომბრიხის სტილი სასაუბრო და ინტიმურია. მისი განსწავლულობა ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ იგი არ გთრგუნავს; ამასთანავე, მისგან ყველაფრის შესახებ რაღაც ახალს გაიგებთ. მას შეუძლია რამდენიმე სიტყვით მთელი პერიოდის ატმოსფერო გადმოგცეთ.“ *** ერნსტ ჰანს გომბრიხი (დ. 30 მარტი, 1909 — გ. 3 ნოემბერი, 2001), ხელოვნების ისტორიკოსი, რომელიც დაიბადა ავსტრიაში, ხოლო 1947 წელს გახდა ბრიტანეთის მოქალაქე და მოღვაწეობის დიდი ნაწილი ბრიტანეთში გაატარა. ის იყო მრავალი კულტურული და ხელოვნების ისტორიის ნამუშევრის შემქმნელი, მისი ნამუშევრები განიხილება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გაცნობის საშუალება სახვით ხელოვნებაში. *** აუდიო ჩანაწერი გახმოვანებულია თეოფილე მალაქიას (ბატონი რეზო ბაქრაძის) თხოვნით და ემსახურება განათლების დონის ამაღლებას ქართულენოვან სივრცეში. აუდიოწიგნის მონტაჟი: ნინო მჭედლიშვილი. #აუდიოწიგნი #audiobook #art #arthistory