მიხეილ ჯავახიშვილი "ეშმაკის ქვა"
აღწერა
კითხულობს ხათუნა ჯინჭარაძე ნაწარმოებში გამოყენებული სიტყვების ახსნა-განმარტებანი: რეაქცია - აქ: რევოლუციის საწინააღმდეგო მოქმედება. იჯარა – უძრავი ქონების გაქირავება გარკვეული ვადით. ღალა – გადასახადის ერთ-ერთი სახე. ტყაპუჭა – მდაბიო, გამოუსვლელი. აქ: გლეხი (ტყაპუჭი – ცხვრის ტყავის ქურთუკი). სახადი – გადამდები დაავადება, ჟამი, შავი ჭირი. უხასიათობა – აქ: სუსტი ნებისყოფა. ტოლაღები – ქსოვილის ფართო ნაჭრები, რომელთაც ჩექმებში წინდების ნაცვლად იხვევენ ფეხებზე. ბუხრის ქუდი – ბეწვის ძვირფასი ქუდი. „კარტუზი“ – ძველებური კეპი. ახალუხი – ჩოხის ქვეშ ჩასაცმელი სამოსი (პერანგის მსგავსი). ვერსი – კილომეტრზე ცოტა მეტი სიგრძის საზომი ერთეული. შაური, აბაზი, მანეთი – ძველებური ფულის ერთეულები (შაური ხუთ კაპიკს უდრიდა, აბაზი – ოთხ შაურს ანუ ოც კაპიკს, მანეთი – ას კაპიკს). ძარი – გოდორივით მოწნული სიმინდის ჩასაყრელი ჭურჭელი.