ჩვენი მღვდელი!
აღწერა
ჩვენი მღვდელი! ჩვენისთანა ამ სოფელში, არავის ჰყავს მღვდელი, ღიპიანი, უგვანო და გონებითაც შტერი. ღვინო ყანწით ურჩევნია, პურ-მარილი ჩვენი, ფულის კარგად დასათვლელედ ღამეები ბნელი. ფულის კარგად დასათვლელედ ღამეები ბნელი. ამ ქალაქში ჩვენისთანა არავის ჰყავს მღვდელი, სიტყვა მოკლე ურჩევნია, სამოსელი გრძელი. ქალი უყვარს შევსებული, რომ მოუსვას ხელი, წამო შვილო კელიაში, იქ ილოცე ბევრი. წამო შვილო კელიაში, იქ ილოცე ბევრი. ამ უბანში ჩვენისთანა არავის ჰყავს მღვდელი, ქურდული აქვს გაგება და უყვარს შავი ფერი. საქმეების გარჩევაში, ვერ აჯობებს ბევრი, წირვის დროს კი საგალობელს ნარნარი ხმით მღერის. წირვის დროს კი საგალობელს ნარნარი ხმით მღერის. მსოფლიოში არავის ჰყავს ჩვენისთანა მღვდელი, საქართველოს პატრიარქი, ქვეყნის დიდი მტერი. მთავრობისთვის მეგობარი, მისი დიდი მცველი, ხალხის გამომშტერებელი, განათლებით ბნელი. ხალხის გამომშტერებელი, განათლებით ბნელი. ქვეყანაზე არავის ჰყავს ჩვენისთანა მღვდელი. ქვეყანაზე არავის ჰყავს ჩვენისთანა მღვდელი. ტექსტის ავტორი: მაია ბერიძიშვილი.