დაღლილი სულის მხოლოდ შენ გესმის!
აღწერა
დაღლილი სულის მხოლოდ შენ გესმის! დაღლილი სულის მხოლოდ შენ გესმის, შენა ხარ მხოლოდ ჩემი ნუგეში, სხვა ვერ გამიგებს, ვერც ვერას მეტყვის, შენ იყურები ყველას გულებში. სხვა ვერ გამიგებს, ვერც ვერას მეტყვის, შენ იყურები ყველას გულებში. დღესაც დილიდან სევდა დამყვება, ვის არ შევჩივლე, რა არ ვეცადე, ვერავინ შეძლო ჩემი გაგება, სანამ შენ სიტყვას არ დავეწაფე. მარტო იცხოვრო, თურმე არ კმარა, უმალ გაქრება ცხოვრების წლები, მხოლოდ შენშია ციცოცხლის ძალა , და სიხარულის შენ ხარ მომცემი. დაღლილი სულის მხოლოდ შენ გესმის, შენა ხარ მხოლოდ ჩემი ნუგეში, სხვა რას გამიგებს, ანდა რას მეტყვის, შენ იყურები ყველას გულებში. სხვა რას გამიგებს, ანდა რას მეტყვის, შენ იყურები ყველას გულებში. ტექსტის ავტორი (მაია ბერიძიშვილი)