1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 9

  1. 1
    აღნუსხეს მთელი ისრაელი და ჩაწერეს ისრაელის მეფეთა წიგნში. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს, მათი ორგულობის გამო.
  2. 2
    პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ - ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები და ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი ანუ ნეთინელნი.
  3. 3
    იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან:
  4. 4
    ყუთაი, ყამიჰუდის ძე, ყომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე, ფერეცის - იუდას ძის, ძეთაგან.
  5. 5
    შილონელთაგან - პირმშო ყასაია და მისი ძენი.
  6. 6
    ზერახის ძეთაგან: იეყუელი და მისი ძმები, ექვსას ოთხმოცდაათნი.
  7. 7
    ბენიამინის ძეთაგან: სალუ, მეშულამის ძე, ჰოდავიას ძე, ჰასენუას ძე;
  8. 8
    იბნეია, იეროხამის ძე, ელა, ყუზის ძე, მიხრის ძე, მეშულამი, შეფატიას ძე, რეღუელის ძე, იბნიას ძე.
  9. 9
    მათი ძმები თავ-თავისი გვარ-ტომების მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველანი გვარის თავკაცები იყვნენ მამისსახლში.
  10. 10
    მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი და იაქინი,
  11. 11
    ყაზარია, ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე და ახიტუბის ძე, ღვთის სახლის მთავარი;
  12. 12
    ყადაია, იეროხამის ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე და მაყასაი ყადიელის ძე, იახზერას ძე, მეშულამის ძე, მეშილემითის ძე, იმერის ძე,
  13. 13
    მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ღვთის სახლის სამსახურში ნაცადი ათას შვიდას სამოცი კაცი.
  14. 14
    ლევიანთაგან: შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, მერარის ძეთაგან.
  15. 15
    ბაკბარი, ხერეში, გალალი, მათანია, მიქას ძე, ზიქრის ძე, ასაფის ძე.
  16. 16
    ყობადია, შემაყიას ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე და ბერექია, ასას ძე, ელკანას ძე, ნეტოფათელთა სოფლებში მცხოვრებნი.
  17. 17
    კარიბჭის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და მათი ძმები; შალუმი მთავარი იყო.
  18. 18
    დღემდე ისინი დგანან მეფის კარიბჭეში, აღმოსავლეთით, ისევე როგორც ლევიანთა ბანაკის კარისმცველნი.
  19. 19
    შალუმი, კორეს ძე, ებიასაფის ძე, კორახის ძე და მისი ძმები. კორახელთა მამისსახლიდან მსახურებდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკის შესასვლელს დარაჯობდნენ.
  20. 20
    ფინხას ელეაზარის ძე უწინ მათი მმართველი იყო და უფალი იყო მასთან.
  21. 21
    ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
  22. 22
    სულ ორას თორმეტი კაცი შეირჩა ზღურბლების მცველებად; ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავისი სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. დავითმა და სამუელ მხედველმა დანიშნეს ისინი მათი ერთგულების გამო.
  23. 23
    თავის ძეებთან ერთად იდგნენ უფლის სახლისა და კარვის კარიბჭის სადარაჯოდ.
  24. 24
    ოთხივე მხრიდან იდგნენ კარისმცველები: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
  25. 25
    მათი ძმები თავიანთ სოფლებში ცხოვრობდნენ, რათა დრო და დრო, შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან.
  26. 26
    რადგან კარიბჭის მცველთა ის ოთხი მთავარი, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებსა და ღვთის სახლის საგანძურებს მეთვალყურეობდნენ.
  27. 27
    ისინი ღვთის სახლის გარშემო ბანაკობდნენ მთელ ღამეს, ვინაიდან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
  28. 28
    ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
  29. 29
    ზოგიერთ მათგანს, წმიდა ნივთები ებარა, საწმიდრის ყველა ჭურჭელი, წმიდა პურის ფქვილი, ღვინო, ზეთი, საკმეველი და სურნელებანი.
  30. 30
    ზოგიერთი მღვდლის ძენი კი სურნელებათა შემზავებლები იყვნენ.
  31. 31
    მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს, პურეულის ცხობის საქმე მიენდო.
  32. 32
    ზოგიერთ მათ ძმას კეჰათიანთაგან, წინადაგების პური ჩააბარეს, რათა მოემზადებინათ შაბათობით.
  33. 33
    ესენი არიან მგალობლები, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან, რადგან დღე და ღამე გალობის საქმით იყვნენ დაკავებულნი.
  34. 34
    ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავისი გვარ-ტომის მთავარნი. იერუსალიმში ცხოვრობდნენ ისინი.
  35. 35
    გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი. სახელად მაყაქა ერქვა მის ცოლს.
  36. 36
    მისი ძენი: პირმშო ყაბდონი, მის შემდეგ ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი,
  37. 37
    გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
  38. 38
    მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების პირისპირ ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
  39. 39
    ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
  40. 40
    იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი, მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
  41. 41
    მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თახრეაყი და ახაზი.
  42. 42
    ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა;
  43. 43
    მოცამ შვა ბინყა; მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი;
  44. 44
    აცელს ექვსი ძე ჰყავდა. მათი სახელებია: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი; ესენი იყვნენ აცელის ძენი.
იტვირთება შემდეგი თავი