1 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1შეებრძოლნენ ფილისტიმელნი ისრაელს და უკუიქცნენ ისრაელიანები ფილისტიმელთაგან, დახოცილები კი გილბოაყის მთაზე დაეცნენ.
- 2მისდევდნენ ფილისტიმელნი საულსა და მის ძეებს და განგმირეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის ძენი.
- 3სასტიკი ბრძოლა გაიმართა საულის წინააღმდეგ; დაჰკრეს მშვილდოსნებმა და დაჭრეს საული.
- 4უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: „იშიშვლე მახვილი და განმგმირე, თორემ მოვლენ ის წინადაუცვეთელნი და შემბილწავენ”. მაგრამ არ ინდომა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძლიერ ეშინოდა. აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.
- 5როცა იხილა საჭურველთმტვირთველმა, რომ ცოცხალი აღარ იყო საული, თვითონაც ამოიღო მახვილი და ზედ დაეგო.
- 6ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ძე და მთელი მისი სახლეული.
- 7როცა იხილა ველზე მყოფმა მთელმა ისრაელმა, რომ დაიხოცნენ საული და მისი ძენი, მისი მებრძოლები კი გაიქცნენ, თვითონაც მიატოვეს თავიანთი ქალაქები, მოვიდნენ ფილისტიმელნი და ჩასახლდნენ.
- 8მივიდნენ მეორე დღეს ფილისტიმელნი ბრძოლის ველზე მოკლულთა გასაძარცვად და იპოვეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი ძენი.
- 9გაძარცვეს იგი და წაიღეს მისი მოკვეთილი თავი მის საჭურველთან ერთად ფილისტიმელთა საკერპოებში ხალხისთვის საჩვენებლად.
- 10მისი საჭურველი თავიანთი ღმერთების სახლში დადეს, ხოლო მისი თავისქალა დაგონის ტაძარს მიაჭედეს.
- 11როცა გაიგო მთელმა იაბეშმა გილყადში, რაც დამართეს საულს ფილისტიმელებმა,
- 12აღდგა ყველა მამაცი კაცი, წამოიღეს საულისა და მისი ძეების გვამები და მუხის ქვეშ დაკრძალეს იაბეშში; და შვიდი დღე იმარხულეს.
- 13მოკვდა საული დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა უფლის წინაშე, რადგან არ დაიცვა უფლის სიტყვა და მესულთანესაც მიმართა გამოსაკითხად.
- 14უფალში კი არ ეძიებდა; ამიტომაც მოაკვდინა იგი უფალმა და დავითს, იესეს ძეს გადასცა სამეფო.
იტვირთება შემდეგი თავი