1 პეტრეს წერილი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    ვინაიდან ქრისტე ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა, თქვენც განიმსჭვალეთ იმავე აზრით, რადგან, ვინც ხორციელად იტანჯება წყვეტს ცოდვის ჩადენას.
  2. 2
    რათა სხეულში ყოფნის დარჩენილი დრო განვლოთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით.
  3. 3
    რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, რაკი ცხოვრებას გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმასა და საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში ატარებდით.
  4. 4
    ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ ამ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ.
  5. 5
    ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, რომელიც მზადაა ცოცხლებიც განიკითხოს და მკვდრებიც.
  6. 6
    რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა, ღვთის კვალზე იცოცხლონ სულით.
  7. 7
    თუმცა ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში.
  8. 8
    უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.
  9. 9
    იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.
  10. 10
    თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს.
  11. 11
    თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით; თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა ღმერთი განდიდდეს ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
  12. 12
    საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ.
  13. 13
    არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.
  14. 14
    თუ ქრისტეს სახელისთვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული - ღმერთის სული - ეშვება თქვენზე, მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება.
  15. 15
    ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.
  16. 16
    ხოლო თუ ვინმე იტანჯება როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
  17. 17
    ვინაიდან დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ჰოდა თუ ჯერ ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს?
  18. 18
    თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?
  19. 19
    ამიტომ, ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა, ჭეშმარიტ გამჩენს მიანდონ თავიანთი თავები, სიკეთის ქმნით.
იტვირთება შემდეგი თავი