2 ნეშტთა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო, რომლის სიგრძე და სიგანე ოცი წყრთა იყო, ხოლო სიმაღლე - ათი.
- 2გაუკეთა ჩამოსხმული ზღვა, ათი წყრთა კიდიდან კიდემდე, გარშემო მომრგვალებული, რომელსაც სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა და ოცდაათი წყრთა გარშემოწერილობა;
- 3ქვეშ ხარების მსგავსი სხმული ჰქონდა ათ წყრთაზე, მის ირგვლივ, ყოველი მხრიდან ორ რიგად.
- 4თორმეტ ხარზე იდგა იგი, სამი ჩრდილოეთით, სამი დასავლეთით, სამი სამხრეთით და სამი აღმოსავლეთით იყო მიმართული, ზღვა ზემოდან ედგათ; გავები კი შიგნით ჰქონდათ მიქცეული.
- 5მტკაველის ოდენა სისქე ჰქონდა; კიდეები გაშლილ შროშანს მიუგავდა და სამიათას ბათს იტევდა.
- 6ათი მცირე აუზი გააკეთა; ხუთი - მარჯვნივ და ხუთი კი მარცხნივ მოათავსა, რათა მათში ამოევლოთ სრულადდასაწველად გამზადებული, მღვდელმსახურნი კი ზღვაში განიბანებოდნენ.
- 7ოქროს ათი სასანთლე გააკეთა დადგენილი წესით და ტაძარში მოათავსა, ხუთ-ხუთი მარჯვნივ და მარცხნივ.
- 8ათი მაგიდა გააკეთა და დადგა ტაძარში, ხუთი მარჯვნივ, ხუთიც - მარცხნივ; ასევე ოქროს ასი ფიალა გააკეთა.
- 9გააკეთა სამღვდლო ეზო, დიდი ეზო და ეზოს ჭიშკარი, რომლის კარებიც სპილენძით მოჭედა.
- 10ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მოათავსა.
- 11გააკეთა ხურამმა ქვაბები, ნიჩბები, ფიალები და დაასრულა ყველაფრის კეთება, რაც მეფე სოლომონისთვის, ღვთის სახლში უნდა გაეკეთებინა:
- 12ორი სვეტი და ორი გვირგვინი სვეტის თავზე დასადგმელი და ორი ბადე გვირგვინების დასაფარად;
- 13ოთხასი ბროწეული ორი ბადისთვის, ბროწეულთა ორი მწკრივი თითოეული ბადისთვის, სვეტების თხემზე, გვირგვინების სარტყელის დასაფარად;
- 14გააკეთა სადგარნი და ზედ საბანელნი გაუკეთა;
- 15ერთი ზღვა და თორმეტი ხარი მის ქვეშ;
- 16ქვაბები, ნიჩბები, ფიალები და მთელი ჭურჭელი ხურამმა გააკეთა უფლის სახლისთვის გაპრიალებული სპილენძისგან.
- 17იორდანეს ტაფობის თიხაში ჩამოასხა ისინი მეფემ, სუქოთსა და ცერედათს შორის.
- 18მრავლად გააკეთა სოლომონმა მთელი ეს ჭურჭელი, ისე რომ არც აღრიცხულა სპილენძის წონა.
- 19გააკეთა სოლომონმა მთელი ეს ჭურჭელი ღვთის სახლისთვის, ოქროს სამსხვერპლო, მაგიდები და საწინაშეო პური მათზე,
- 20სასანთლეები და მათი კანდელები სუფთა ოქროსგან წესისამებრ, რათა წმიდაის წინ ანთებულიყო.
- 21ყვავილები, ლამპრები და ოქროს მაშები, სუფთა ოქროსგან;
- 22მაკრატლები პატრუქისთვის, ფიალები, კოვზები და აქანდაზები სუფთა ოქროსგან; სახლის კარიბჭენი, შიდა კარი, წმიდათაწმიდაში შესასვლელი და სახლის კარებიც ოქროსი იყო.
იტვირთება შემდეგი თავი