2 კორინთელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    ნუთუ კიდევ დავიწყოთ საკუთარი თავის წარდგენა? ნუთუ ზოგიერთებივით გვჭირდება წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან?
  2. 2
    თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში ჩაწერილი, რომელსაც იცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი;
  3. 3
    თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით; არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ დაფებზე.
  4. 4
    აი, ასეთი გულდაჯერება გვაქვს ქრისტეს მეშვეობით ღვთის მიმართ;
  5. 5
    არა იმიტომ, რომ საკუთარ თავებს ვთვლით რამის შემძლეებად, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მიერ არის ჩვენი შემძლეობა;
  6. 6
    მან მოგვცა შეძლება, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა; ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს.
  7. 7
    ხოლო ქვაზე ასოებით გამოსახული სიკვდილის მსახურება თუ იმდენად დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახისთვის თვალის გასწორება მასზე გადმოსული დიდების გამო,
  8. 8
    რამდენად უფრო დიადი იქნება სულის მსახურების დიდება?
  9. 9
    რადგან, თუ მსჯავრის მსახურება დიდებაა, რამდენად უფრო აღმატებული იქნება დიდებით გამართლების მსახურება?
  10. 10
    რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, ვეღარ ჩაითვლება დიდებულად ამ აღმატებულ დიდებასთან შედარებით.
  11. 11
    ვინაიდან, თუ გარდამავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი აქვს დიდება მას, რაც რჩება.
  12. 12
    ამიტომ, რაკი ასეთი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ.
  13. 13
    და არა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ ისრაელიანებს გარდამავალი დიდების დასასრულისათვის არ ემზირათ.
  14. 14
    მაგრამ გონება დაეხშოთ მათ, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხდელი რიდე, რომელიც ქრისტეში იხსნება.
  15. 15
    მაგრამ დღემდე, მოსეს რომ კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე,
  16. 16
    ხოლო უფლისკენ რომ მოიქცევიან, რიდე ეხსნებათ.
  17. 17
    უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.
  18. 18
    ჩვენ კი ყველანი, რიდეახდილი სახის მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას, ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
იტვირთება შემდეგი თავი