გამოსვლა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 38
- 1დაამზადა ოთხკუთხედი აკაციისგან სრულადდასაწველთა სამსხვერპლო: ხუთი წყრთა იყო მისი სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე და სამი წყრთა - სიმაღლე.
- 2და გაუკეთა რქები ოთხივე კუთხეში, მისგანვე გამოდიოდა რქები, და სპილენძით მოჭედა.
- 3სამსხვერპლოს ყოველი ხელსაწყო: ქოთნები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და საცეცხლურები სპილენძისგან გააკეთა.
- 4გაუკეთა სამსხვერპლოს ბადისებრი ცხაური სპილენძისგან, წრიული შვერილის ქვემოდან, მის ნახევრამდე.
- 5სპილენძის ცხაურის ოთხი კუთხისთვის ოთხი რგოლი ჩამოასხა კეტების გასაყრელად.
- 6დაამზადა კეტები აკაციისგან და სპილენძით მოჭედა.
- 7და გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს ფერდებზე, რათა ეტარებინათ; ღრუ ფიცრებით გაუკეთა.
- 8გააკეთა სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი, საკრებულო კარვის შესასვლელთან შეკრებილი მომსახურე დედაკაცების სპილენძის სარკეებით.
- 9მოაწყო ეზო; სამხრეთით ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისაგან იყო - ასი წყრთა.
- 10ოცი სვეტი და ოცი სპილენძის კვარცხლბეკი ჰქონდა; სვეტების სამაგრები და კაუჭები ვერცხლისა იყო.
- 11ჩრდილოეთის მხრიდანაც - ასი წყრთა, ოცი სვეტითა და სპილენძის ოცი კვარცხლბეკით; სვეტებისთვის ვერცხლის სამაგრები თავისი კაუჭებით.
- 12დასავლეთის მხრიდან - ორმოცდაათი წყრთა ფარდა; და დაამზადა მისთვის ათი სვეტი და ათი კვარცხლბეკი; ვერცხლის კაუჭები და სამაგრები სვეტებისთვის.
- 13აღმოსავლეთის მხრიდან - ორმოცდაათი წყრთა.
- 14თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი მხრიდან, თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით;
- 15თხუთმეტი წყრთა ფარდა მეორე მხრიდანაც, ეზოს კარის ორივე მხარეს, თავისი სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით.
- 16ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონის იყო.
- 17კვარცხლბეკები სვეტებისთვის სპილენძისა, ხოლო სამაგრები და კაუჭები ვერცხლისა იყო და თავიც ვერცხლით ჰქონდა მოჭედილი. ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო შეერთებული.
- 18ეზოს შესასვლელის ჩამოსაფარებელი ოსტატურად ნაქარგი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი გრეხილი ბისონისაგან იყო. სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით - ხუთი, მთელ სიგანეზე, ეზოს ფარდების შესაბამისად.
- 19მისი ვერცხლით თავმოჭედილი ოთხი სვეტი, სპილენძის ოთხი კვარცხლბეკით; ვერცხლის სამაგრები და ვერცხლის კაუჭები.
- 20აღთქმის კარვისა და ეზოს ირგვლივ ყოველი პალო სპილენძისა იყო.
- 21ეს არის აღთქმის ანუ მოწმობის კარვის აღრიცხვა, რომელიც ლევიანთა მსახურების მეშვეობით, აჰარონის ძის, ღვთისმსახურ ითამარის ხელით იქნა აღწერილი მოსეს ბრძანებისამებრ.
- 22ხოლო ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
- 23მასთან იყო ოჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე და ოსტატურად მქარგავი ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულსა და ბისონის
- 24და მთელმა ოქრომ, რაც საწმიდრის საქმის საწარმოებლად დაიხარჯა, შემონაწირ ოქროსთან ერთად ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით.
- 25ხოლო აღრიცხულთაგან შემოსულმა ვერცხლმა: ასი ტალანტი და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით.
- 26კაცისგან ერთი ბეკაყი, რომელიც საწმიდრის შეკელის ნახევარია. ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაციდან, თითოეულისაგან, რომელიც ოც წელზე უფროსი იყო და აღრიცხვა გაიარა.
- 27ასი ტალანტი ვერცხლი საწმიდრისა და ფარდის კვარცხლბეკების ჩამოსასხმელად იქნა გამოყენებული; ასი კვარცხლბეკი ასი ტალანტიდან, ტალანტი კვარცხლბეკისთვის.
- 28ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელისგან კი კაუჭები დაუმზადა სვეტებს, თავები მოუჭედა და სამაგრებით შეაერთა.
- 29შემოწირული სპილენძი სამოცდაათი ტალანტი და ორი ათას ოთხასი შეკელი იყო.
- 30და გააკეთა მისგან კვარცხლბეკები საკრებულო კარვის შესასვლელისთვის, სპილენძის სამსხვერპლო თავისი ბადისებრი ცხაურით, სამსხვერპლოს ყველა ჭურჭელი,
- 31კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ სვეტებისა და ეზოს შესასვლელისთვის, აღთქმის კარვის ყოველი პალო და ყველა პალო ეზოს ირგვლივ.
იტვირთება შემდეგი თავი