ეზეკიელი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2"ძეო კაცისავ! რითი სჯობს ვაზი, ყველა სხვა ხეს, ტყის ხეთა შორის რომ არის?
- 3განა იღებენ მისგან მერქანს რაიმე ნაკეთობის გასაკეთებლად? ან კაუჭი თუ გამოვა მისგან რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდებლად?
- 4აჰა, ცეცხლში ჩააგდებ დასაწველად; მის ორივე ბოლოს დასწვავს ცეცხლი და შუაგულიც გამოეწვება. განა გამოდგება იგი რამეში?
- 5აჰა, მთელი იყო და არაფრად ვარგოდა, მით უმეტეს ცეცხლმა რომ დასწვა და გამოიწვა, რაღაში გამოდგება?”
- 6ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "როგორც ვაზი მივეცი ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მოვექცევი იერუსალიმის მკვიდრებსაც.
- 7მათ წინააღმდეგ მივაქცევ სახეს, ცეცხლიდან რომც გამოვიდნენ, მაინც ცეცხლი შეჭამთ. მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა სახეს მივაქცევ მათ წინააღმდეგ.
- 8ასე გავატიალებ ამ ქვეყანას იმის გამო, რომ მღალატობდნენ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
იტვირთება შემდეგი თავი