ეზრა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული - კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.
- 2მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან და უთხრა ეზრას: „ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და შევირთეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელისთვის!
- 3აღთქმა დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ ჩვენი უფლისა და ჩვენი ღმერთის მცნებების მოშიშთა რჩევის მიხედვით გავუშვებთ ცოლებს და მათგან შეძენილ შვილებს. და რჯულის მიხედვით აღსრულდეს ყველაფერი.
- 4ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ; გამხნევდი და აღასრულე!”
- 5ადგა ეზრა და დააფიცა მთავარი მღვდლები, ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ მოიქცეოდნენ ფიცის თანახმად. მათაც დაიფიცეს.
- 6ადგა ეზრა ღვთის სახლიდან და წავიდა იოხანანის, ელიაშიბის ძის ოთახისკენ; მაგრამ პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან გლოვობდა გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო.
- 7და გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში ყველა გადასახლებაში ნამყოფთ, რომ თავი მოეყარათ იერუსალიმში.
- 8და ყველას, ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, მთელი ქონება ჩამოერთმეოდა მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებით და მოკვეთილი იქნებოდა გადასახლებაში ნამყოფთა კრებულიდან.
- 9სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ბენიამინისა და იუდას ყველა კაცი; ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ხალხი ღვთის სახლის მოედანზე, კანკალებდა ამ საქმისა და თავსხმა წვიმის გამო.
- 10ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: „შესცოდეთ, რადგან უცხოელი ცოლები შეირთეთ და ამით დანაშაული გაუმრავლეთ ისრაელს.
- 11ახლა აღიარეთ ცოდვა უფლის, თქვენი მამების ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: გამოეყავით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს!”
- 12უპასუხა მთელმა კრებულმა და ხმამაღლა უთხრა: „როგორც თქვი, ისე მოვიქცევით!
- 13ოღონდ ხალხი ბევრია, წვიმების დროა და გარეთ დგომა არ შეგვიძლია; თანაც ეს ერთი ან ორი დღის საქმე არ არის, რადგან ბევრს შეგვიცოდავს ამ საქმეში.
- 14დადგნენ ჩვენი მთავრები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ის, ვისაც ჩვენს ქალაქში უცხოელი ცოლი ჰყავს, მოვიდეს დანიშნულ დროს თავისი ქალაქის უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე არ მიიქცევა ჩვენგან ჩვენი ღმერთის რისხვა ამ საქმის გამო”.
- 15მხოლოდ იონათანი, ყასელის ძე და იახზეია, თიკვას ძე გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ; მეშულამი და ლევიანი შაბეთაი უჭერდნენ მათ მხარს.
- 16ასეც მოიქცნენ გადასახლებაში ნამყოფები. გამოარჩია ეზრა მღვდელმა კაცები, მეთაურები, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, ყველანი სახელდებით გამორჩეულნი; და დასხდნენ ისინი მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გამოსაძიებლად.
- 17პირველი თვის პირველი დღისთვის დაასრულეს ყველა იმ მამაკაცთა საქმე, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ.
- 18მღვდლების ძეებში, რომელთაც უცხოელი ცოლები ესვათ, აღმოჩნდნენ: იეშუა იოცადაკის ძის ძენი და მისი ძმები: მაყასეია, ელეაზარი, იარიბი და გედალია.
- 19მათ ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და შესწირავდნენ ვერძს თავიანთი ცოდვის გამოსასყიდად.
- 20იმერის ძეთაგან: ხანანი და ზებადია;
- 21ხარიმის ძეთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი, ყუზია;
- 22ფაშხურის ძეთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელყასა;
- 23ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი, კელაია, იგივე კელიტა, ფეთახია, იუდა და ელეაზარი.
- 24მგალობელთაგან: ელიაშიბი. კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური.
- 25ისრაელიდან - ფარყოშის ძეთაგან: რამია, იეზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია, ბენაია;
- 26ყელამის ძეთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ელია;
- 27ზათუს ძეთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერიმოთი, ზაბადი, ყაზიზა;
- 28ბებაის ძეთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაია, ყათლაი;
- 29ბანის ძეთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი, იერამოთი;
- 30ფათახ-მოაბის ძეთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მანაშე;
- 31ხარიმის ძეთაგან: ელეაზარი, იშია, მალქია, შემაყია, შიმყონი;
- 32ბენიამინი, მალუქი, შემარია;
- 33ხაშუმის ძეთაგან: მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე, შიმყი;
- 34ბანის ძეთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი,
- 35ბენაია, ბედეია, ქელუჰუ,
- 36ვანია, მერემოთი, ელიაშიბი,
- 37მათანია, მათენაი და იაყასაი;
- 38ბანი, ბინუი, შიმყი,
- 39შელემია, ნათანი, ყადაია,
- 40მაქნადბაი, შაშაი, შარაი,
- 41ყაზარიელი, შელემიაჰუ, შემარია,
- 42შალუმი, ამარია, იოსები.
- 43ნებოს ძეთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია.
- 44ყველა ამათ უცხოელი ცოლები ჰყავდათ შერთული; და ზოგიერთს შვილებიც ჰყავდა მათგან.