ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1განაჩენი მოაბისა: მართლაც ერთ ღამეში გაპარტახდა მოაბის ყარი და განადგურდა; მართლაც ერთ ღამეში გაპარტახდა მოაბის კირი და განადგურდა.
- 2ტაძარს ავიდნენ ისინი და დიბონს, მაღლობებზე - სატირლად; ნებოსა და მედებაზე მოსთქვამს მოაბი, ყველას თავი აქვს გადაპარსული და წვერი - გაკრეჭილი;
- 3ქუჩებში ჯვალოთი შემოსილან, ყველა ქვითინებს ბანებსა და მოედნებზე, ცრემლებად იღვრებიან.
- 4ხეშბონი და ელყალეც მოსთქვამს, იაჰაზაში ესმით მათი ხმა; ამის გამოა რომ მოაბის მებრძოლებიც დასჭყივლებენ საბრძოლოს, თრთის მისი სული.
- 5კვნესის მოაბზე გული ჩემი; ცოყარამდე გაურბიან უბედურებას, სამი წლის დეკეულივით; ქვითინით ადიან ლუხითის აღმართზე და კივილი ისმის ხორონაიმის გზაზე მათი უბედურების გამო.
- 6რადგან დაშრა ნიმრიმის წყლები, დიახ, გახმა ბალახი, გაქრა მოლი, აღარ დარჩა სიმწვანე.
- 7ამიტომ წაიღეს დაგროვილი სიმდიდრე და გადანახული ტირიფთა ხევის გაღმა გადააქვთ.
- 8რადგან მოთქმამ მოიცვა მოაბის საზღვრები, ყეგლაიმამდე აღწევს მისი ქვითინი და ბეერ-ყელიმამდე - მისი გოდება.
- 9სისხლით აივსო დიმონის წყლები, მაგრამ ამასაც არ ვაკმარებ დიმონს და ლომებს შევუსევ მოაბიდან გამოქცეულებს და ქვეყანაზე დარჩენილ ნატამალს.
იტვირთება შემდეგი თავი