ესაია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 64

  1. 1
    ოჰ, ცანი რომ გაგერღვია და ჩამოსულიყავი, შეირყეოდნენ მთები შენ წინაშე,
  2. 2
    როგორც ცეცხლი წვავს ფიჩხს და ადუღებს წყალს, რათა აუწყო შენს მტრებს შენი სახელი და შენი სახის წინაშე ათრთოლდნენ ერები.
  3. 3
    როცა ახდენდი საოცრებებს, რომელთაც არ ველოდით, ჩამოდიოდი და მთები ირყეოდნენ შენ წინაშე.
  4. 4
    არ სმენიათ ძველთაგან, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უნახავს ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს მასზე დაიმედებულთ.
  5. 5
    შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით იქმს სიმართლეს და ახსოვხარ შენი გზების მეშვეობით. აჰა, მრისხანებდი, რადგან გამუდმებით ვცოდავდით, როგორღა გადავრჩებით?
  6. 6
    უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა.
  7. 7
    არავინაა შენს სახელს რომ მოუხმობდეს, თავს რომ იფხიზლებდეს, რათა მოგეჭიდოს, რადგან სახე დაგვიმალე და ჩვენსავე უმართლობას გადაგვეცი.
  8. 8
    ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.
  9. 9
    მეტისმეტად ნუ განრისხდები, უფალო, სამუდამოდ ნუ დაიხსომებ ჩვენს დანაშაულს. აჰა, შეხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი.
  10. 10
    შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა, გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი.
  11. 11
    ჩვენი წმიდა და დიდებული სახლი, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლით დაიწვა და ჩვენი სანატრელი ადგილები ნანგრევებად იქცა.
  12. 12
    მაინც შეყოვნდები, უფალო? ნუთუ მდუმარედ დარჩები და გაგვტანჯავ მეტისმეტად?
იტვირთება შემდეგი თავი
ესაია 64 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა