იერემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 47
- 1უფლის სიტყვა, რომელიც ესმა წინასწარმეტყველ იერემიას ფილისტიმელებზე, სანამ ფარაონი ღაზას დასცემდა.
- 2ასე ამბობს უფალი: "აჰა, წყლები მაღლდებიან ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ნიაღვრებად გადაიქცევიან. და წალეკავენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქსა და მასში მცხოვრებთ. იკივლებენ ადამიანები, იქვითინებენ ქვეყნის მცხოვრებნი,
- 3მისი ძლიერი ცხენების თქარუნის, მისი ეტლების გრუხუნის, მისი ბორბლების გრიალის გამო. მამები ვეღარ ბრუნდებიან შვილებისკენ, რადგან დაუსუსტდათ ხელები.
- 4მომავალი დღის გამო, როცა გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ტვიროსსა და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, ქაფთორის კუნძულის მონარჩენს.
- 5გამელოტდა ღაზა, დაინგრა აშკელონი; მათი ხეობების ნაშთო, როდემდე დაიკაწრავ თავს?
- 6ჰოი, უფლის მახვილო, სანამდე იბობოქრებ? დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და დადუმდი!
- 7როგორ დადუმდება, როცა უფალმა უბრძანა! აშკელონისა და ზღვის ნაპირის წინააღმდეგ განაწესა”.
იტვირთება შემდეგი თავი