იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1მიუგო იობმა და თქვა:
- 2"რით შეწევნიხარ უძლურს და რითი გიხსნია უძალო მკლავი?
- 3რა რჩევა მიგიცია სიბრძნეს მოკლებულისთვის? თუ გიუხვია სიბრძნის სწავლებაში?
- 4ვისთვის წარმოსთქვი ეს სიტყვები და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
- 5ლანდები ძრწიან წყლებისა და მათში მობინადრეთა ქვეშ,
- 6გაშიშვლებულია შავეთი მის წინაშე და არა აქვს საფარველი შავეთს.
- 7მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
- 8იგი ჰკრავს წყლებს თავის ღრუბლებში და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ.
- 9სახეს უფარავს მთვარეს და თავისი ღრუბელი განავრცო მასზე;
- 10წრე შემოავლო წყალთა ზედაპირს ისევე, როგორც საზღვარი ნათელს ბნელთან ერთად;
- 11ზეცის სვეტები თრთიან და ძრწიან მის რისხვაზე;
- 12თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით შემუსრა ზღვის ურჩხული;
- 13თავისი სულით გააბრწყინა ცანი და მისმა ხელმა განგმირა სრიალა გველი;
- 14აჰა, ეს არის კიდეები მისი გზებისა და რა ცოტა რამ გვსმენია მასზე! ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?”
იტვირთება შემდეგი თავი