იობი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 25
- 1მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
- 2"ბატონობა და შიში მის ხელთაა; მშვიდობას აფუძნებს თავის სიმაღლეებში;
- 3თუ აქვს რიცხვი მის მხედრობას? და ვის არ ამოუბრწყინდება მისი ნათელი?
- 4როგორღა გამართლდება კაცი ღმერთთან და როგორ გასუფთავდება დედაკაცისგან შობილი?
- 5აჰა, მთვარესაც არ აქვს ნათება და არც ვარსკვლავები არიან სუფთანი მის თვალში.
- 6მით უმეტეს ადამიანი, რომელიც ჭიაა და ძე ადამისა, რომელიც მატლია!”
იტვირთება შემდეგი თავი