იონა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1და შეჰღაღადა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან.
- 2ამბობდა: "გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!
- 3როცა უფსკრულში გადამაგდე, შუაგულ ზღვაში, მორევმა მომიქცია, ყველა შენმა ზვირთმა და ტალღამ გადამიარა!
- 4ვთქვი: განდევნილი ვარ შენს თვალთაგან, ნეტავ ვიხილავ კვლავ შენს წმიდა ტაძარს?!
- 5წყალი ყელამდე მომწვდა და უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა.
- 6მთათა საძირკვლებამდე ჩავედი და ჩემს უკან მიწა სამუდამოდ დაიხშო, მაგრამ საფლავს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე უფალო, ღმერთო ჩემო,
- 7როცა სულს ვღაფავდი, უფალი გავიხსენე და ჩემმა ლოცვამ შენამდე მოაღწია, შენს წმიდა ტაძარში.
- 8ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.
- 9მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; რაც აღმითქვამს, შევასრულებ რადგან ხსნა უფლისგანაა!”
- 10მაშინ უბრძანა თევზს უფალმა და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.
იტვირთება შემდეგი თავი