იესო ნავეს ძე — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1ეს არგუნა წილისყრამ იუდას ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან, ცინის უდაბნო, სამხრეთის კიდემდე.
- 2მისი სამხრეთის საზღვარი ყურედან, მარილოვანი ზღვის კიდიდან სამხრეთისკენ იწყებოდა.
- 3სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისკენ გადიოდა და ცინამდე გრძელდებოდა, სამხრეთიდან კადეშ-ბარნეაყამდე მაღლდებოდა, ხეცრონზე გადიოდა, მერე კარკაყასკენ უხვევდა და ადარასთან გადიოდა;
- 4ყაცმონის შემდეგ, ეგვიპტის ხევისკენ გადიოდა; იქ კი საზღვარი ზღვასთან სრულდებოდა. ეს იყო მათთვის სამხრეთის საზღვარი.
- 5აღმოსავლეთიდან მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა, იორდანეს შესართავამდე. ჩრდილოეთის საზღვარი, ზღვის ყურედან იყო, იორდანეს შესართავიდან.
- 6ადიოდა საზღვარი ბეთ-ხოგლამდე და ბეთ-ყარაბასკენ გადიოდა ჩრდილოეთით რეუბენის ძის, ბოჰანის ქვამდე.
- 7ყაქორის ველიდან დებირას საზღვარს წვდებოდა და ჩრდილოეთით, გილგალისკენ უხვევდა, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო, ხევის სამხრეთით; ყენ-შემეშის წყლებისკენ გადადიოდა საზღვარი და ყენ-როგელთან სრულდებოდა.
- 8ბენ-ჰინომის ველის გასწვრივ ადიოდა იგი, იებუსის იგივე იერუსალიმის სამხრეთით, მთის მწვერვალისკენ, რომელიც ჰინომის ჭალის ზემოთაა დასავლეთით, რეფაიმის ველის კიდეზე ჩრდილოეთიდან.
- 9მთის მწვერვალიდან წყაროს წყლებისკენ უხვევდა საზღვარი, ყეფრონის მთის ქალაქებისკენ გრძელდებოდა და ბაყალასკენ, იგივე კირიათ-იეყარიმისკენ მიემართებოდა.
- 10ბაყალადან დასავლეთისკენ, სეყირის მთისკენ უხვევდა საზღვარი და იეყარიმის ანუ ქესალონის მთის ჩრდილო მხარეს გრძელდებოდა, ბეთ-შემეშისკენ ეშვებოდა და თიმნაყისკენ გადადიოდა;
- 11ყეკრონის ჩრდილო მხარისკენ გადიოდა საზღვარი, შოქრონისკენ უხვევდა, ბაყალას მთაზე გადადიოდა და იაბნელამდე აღწევდა, ზღვასთან კი ბოლოვდებოდა.
- 12დასავლეთიდან დიდი ზღვა ესაზღვრებოდა; აი, საზღვარი იუდას ტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით, ყოველი მხრიდან.
- 13ხალებ იეფუნეს ძეს ნაკვეთი იუდას ძეთა შორის მისცა, როგორც უფალს ჰქონდა ნაბრძანები იეშუასადმი; კერძოდ კირიათ-არბაყი. არბა ყენაკელთა მამაა იგივე ხებრონი.
- 14და განდევნა იქიდან ხალებმა ყენაკის სამი ძე: შეშაი, ახიმანი და თალმაი, ყენაკის შვილები.
- 15იქიდან კი იგი დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ ავიდა; უწინ კირიათ-სეფერი ერქვა დებირს.
- 16თქვა ხალებმა: "ვინც კირიათ-სეფერს მოსრავს და დაიპყრობს, მივცემ ცოლად ყაქსას, ჩემს ასულს.
- 17და დაიპყრო იგი ღოთენიელმა, ხალების ძმის, კენაზის ძემ და მისცა მას ცოლად ყაქსა, თავისი ასული.
- 18წასვლისას ქალმა დაიყოლია ღოთენიელი, რომ მამამისისგან მინდორი მოეთხოვა; თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ხალებმა ჰკითხა: "რა გინდა?”
- 19უპასუხა: "მაკურთხე, და რადგან ნეგები ანუ სამხრეთის მიწა გაქვს მოცემული, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მანაც მისცა ზემო და ქვემო წყაროები.
- 20ესაა იუდას ტომის ძეთა სამკვიდრებელი მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 21აი, ქალაქები, იუდას ტომის მიწის კიდეზე, ედომის საზღვრის მიმართულებით, სამხრეთით: კაბცეელი, ედერი, იაგური;
- 22კინა, დიმონა, ყადყადა;
- 23კედეში, ხაცორი, ითნანი;
- 24ზიფი, ტელემი, ბაყალოთი;
- 25ხაცორ-ხადათა, კირიოთი, ხეცრონი იგივე ხაცორი;
- 26ამამი, შემაყი, მოლადა;
- 27ხაცორ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფელეტი;
- 28ხაცორ-შუყალი, ბეერ-შებაყი, ბიზიოთია;
- 29ბაყალა, ყიიმი, ყეცემი;
- 30ელთოლადი, ქესილი, ხორმა;
- 31ციკლაგი, მადმანა, სანსანა;
- 32ლებაოთი, შილხიმი, ყაინი და რიმონი - სულ ოცდაცხრა ქალაქი, თავისი სოფლებით.
- 33დაბლობზე: ეშთაოლი, ცორყა, აშნა;
- 34ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი, ჰაყენამი;
- 35იარმუთი, ყადულამი, სოქო, ყაზეკა;
- 36შაყარაიმი, ყადითაიმი, გედერა, გედეროთაიმი - სულ თოთხმეტი ქალაქი, თავისი სოფლებით.
- 37ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი;
- 38დილყანი, მიცფე, იოკთეყელი;
- 39ლაქიში, ბაცკათი, ყეგლონი;
- 40ქაბონი, ლახმასი, ქითლიში;
- 41გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა და მაკედა - თექვსმეტი ქალაქი, თავისი სოფლებით.
- 42ლიბნა, ყეთერი, ყაშანი;
- 43იფთახი, აშნა, ნეციბი;
- 44კეყილა, აქზიბი, მარეშა - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
- 45ყეკრონი, შემოგარენი დაბებითა და სოფლებით.
- 46ყველა ქალაქი ყეკრონიდან ზღვამდე, რომელიც აშდოდის მახლობლად იყო, თავისი სოფლებით:
- 47აშდოდი, შემოგარენი ქალაქებითა და სოფლებით, ღაზა, შემოგარენი ქალაქებითა და სოფლებით ეგვიპტის ხევამდე, რომელსაც დიდი ზღვა ებჯინება.
- 48მთაში: შამირი, იათირი, სოქო;
- 49დანა, კირიათ-სანა, იგივე დებირი;
- 50ყანაბი, ეშთემო, ყანიმი;
- 51გოშენი, ხოლონი და გილო - თერთმეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 52არაბი, რუმა, ეშყანი;
- 53იანუმი, ბეთ-თაფუახი და აფეკა;
- 54ხუმტა, კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი და ციყორი - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
- 55მაყონი, ქარმელი, ზიფი, იუტა;
- 56იზრეყელი, იოკდეყამი, ზანოახი;
- 57კინი, გიბყა და თიმნა - ათი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 58ხალხული, ბეთ-ცური, გედორი;
- 59მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელ-თეკონი - ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით;
- 60კირიათ-ბაყალი იგივე კირიათ-იეყარიმი და რაბა - ორი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 61უდაბნოში: ბეთ-ყარაბა, მიდინი, სექაქა;
- 62ნიბშანი, ირმელახი და ყენგედი - ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 63ვერ შეძლეს იუდას ძეებმა იებუსელთა, იერუსალიმის მკვიდრთა განდევნა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი იუდას ძეებთან ერთად იერუსალიმში.
იტვირთება შემდეგი თავი