ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 10
- 1ესენი არიან, ვინც ბეჭდები დაუსვეს: განმგებელი ნეემია, ხაქალიას ძე და ციდკია,
- 2სერაია, ყაზარია, იერემია,
- 3ფაშხური, ამარია, მალქია,
- 4ხატუში, შებანია, მალუქი,
- 5ხარიმი, მერემოთი, ყობადია,
- 6დანიელი, გინეთონი, ბარუქი,
- 7მეშულამი, აბია, მიამინი,
- 8მაყაზია, ბილგაი, შემაია - ესენი მღვდლები იყვნენ.
- 9ასევე ლევიანები: იეშუა აზანიას ძე, ბინუი ხენადადის ძე, კადმიელი.
- 10მათი ძმები - შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი,
- 11მიქა, რეხობი, ხაშაბია,
- 12ზაქური, შერებია, შებანია,
- 13ჰოდია, ბანი და ბენინუ.
- 14ხალხის წინამძღოლები: ფარყოში, ფათახ-მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი,
- 15ბუნი, ყაზგადი, ბებაი,
- 16ადონია, ბიგვაი, ყადინი,
- 17ატერი, ხიზკია, ყაზური,
- 18ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი,
- 19ხარიფი, ყანათოთი, ნებაი,
- 20მაგფიყაში, მეშულამი, ხეზირი,
- 21მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი,
- 22ფელეტია, ხანანი, ყანაია,
- 23ოსია, ხანანია, ხაშუბი,
- 24ჰალოხეში, ფილხა, შობეკი,
- 25რეხუმი, ხაშაბნა, მაყასეია,
- 26ახია, ხანანი, ყანანი,
- 27მალუქი, ხარიმი და ბაყანა.
- 28დანარჩენი ხალხიც - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველები, მგალობლები, ტაძრის მსახურები და ყველა ისინი, ვინც გამოეყო იმ ქვეყნის ხალხებს და მოექცა ღმერთის რჯულზე, მათი ცოლები, მათი ძენი და მათი ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,
- 29შეუერთდა თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს და წყევლა და ფიცი დადეს, რათა ევლოთ ღმერთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთისმსახურის ხელით იყო მოცემული და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის ყველა მცნება, მისი სამართალი და მისი წესები.
- 30რომ არ მივცემდით ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ძეებს.
- 31და იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათ დღეს გასაყიდად მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი მოსავალი, არაფერს შევიძენდით მათგან შაბათ დღეს - წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს მოვასვენებდით მიწას და ყოველ ვალს მივუტევებდით.
- 32მცნებად დავიდეთ, რომ წელიწადში შეკელის მესამედს გავიღებდით, ჩვენი ღმერთის სახლის სამსახურისთვის,
- 33საწინაშეო პურისთვის, ყოველდღიური შესაწირისთვის, მუდმივი სრულადდასაწველისთვის, შაბათებისთვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისთვის და წმიდა ნივთებისთვის. ისრაელის ცოდვის გამომსყიდველი მსხვერპლებისა და ჩვენი ღმერთის სახლის ყველა საქმისთვის.
- 34წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირი შეშის მოტანაზე, რათა მოეტანათ ჩვენი ღვთის სახლში თავისი მამისსახლების მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე, რომ ისე ენთოს ცეცხლი უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, როგორც ეს რჯულის წიგნში წერია.
- 35რომ მოგვეტანა ჩვენი მიწის პირველნაყოფი და ყველა ხის პირველნაყოფი წლიდან წლამდე უფლის სახლში.
- 36ასევე ჩვენი ვაჟებიდან პირმშოები, ჩვენი პირუტყვის პირველმოგებული, როგორც რჯულში წერია. ჩვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის პირველმოგებულების მიყვანა ჩვენი ღმერთის სახლში, მღვდლებთან, რომლებიც ჩვენი ღმერთის სახლში მსახურობენ.
- 37პირველი ცომი, ჩვენი შესაწირი და ყველა ხის პირველი ნაყოფი, ასევე ახალი ღვინო და ზეთი მღვდლებს უნდა მივუტანოთ ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში. ჩვენი მიწის მეათედს კი ლევიანებს მივუტანთ. ეს ის ლევიანები არიან მეათედს რომ იღებენ ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.
- 38აჰარონის შთამომავალი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ლევიანები მეათედს მიიღებენ, ლევიანები კი მეათედის მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში მიიტანენ,
- 39ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელის ძეებმა და ლევიანებმა ხორბლის შესაწირი, ახალი ღვინო და ზეთი, რადგან იქ ინახება საწმიდრის ჭურჭელი, იქ არიან მომსახურე მღვდლები, კარისმცველები და მგალობლები. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს.
იტვირთება შემდეგი თავი