ნეემია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1ესენი არიან ის მღვდლები და ლევიანები, ზერუბაბელ შეალთიელის ძესთან და იეშუასთან ერთად რომ ამოვიდნენ იერუსალიმს: შერაია, იერემია, ეზრა,
- 2ამარია, მალუქი, ხატუში,
- 3შექანია, რეხუმი, მერემოთი,
- 4ყიდო, გინთოი, აბია,
- 5მიამინი, მაყადია, ბილგა,
- 6შემაყია, იოარიბი, იედაყია,
- 7სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია - ესენი იყვნენ მღვდლების თავკაცები და მათი ძმები იეშუას დღეებში.
- 8ლევიანები: იეშუა, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა. მათანი თავის ძმებთან ერთად სამადლობელ საგალობლებს ხელმძღვანელობდა.
- 9ბაკბუკია და ყუნი თავის ძმებთან ერთად მათ მოპირდაპირე მხარეზე გუშაგობდნენ.
- 10იეშუამ შვა იოაკიმი, იოაკიმმა შვა ელიაშიბი და ელიაშიბმა შვა იოიადაყი,
- 11იოიადაყმა შვა იონათანი და იონათანმა - იადუაყი.
- 12იოაკიმის დღეებში მამისსახლთა თავკაცები იყვნენ მღვდლები: სერაიასთან - მერაია, იერემიასთან - ხანანია,
- 13ეზრასთან - მეშულამი, ამარიასთან - იეჰოხანანი,
- 14მელიქუსთან - იონათანი, შებანიასთან - იოსები,
- 15ხარიმთან - ყადნა, მერაიოთთან - ხელკაი,
- 16ყიდოსთან - ზაქარია, გინეთონთან - მეშულამი,
- 17აბიასთან - ზიქრი, მინიამინის ძე და მოადიასთან - ფილტაი,
- 18ბილგასთან - შამუაყი, შემაყიასთან - იეჰონათანი,
- 19და იოარიბთან - მათენაი, იეადაყიასთან - ყუზი,
- 20სალაისთან - კალაი, ყამოკთან - ყებერი,
- 21ხილკიასთან - ხაშაბია, იედაყიასთან - ნეთანელი.
- 22ლევიანები: ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანის და იადუაყის დღეებში მამისსახლთა თავკაცებად იქნენ ჩაწერილნი, ხოლო მღვდლები დარიოს სპარსელის მეფობისას.
- 23ლევის ძენი, მამისსახლთა თავკაცები ჩაწერილნი იქნენ მატიანეთა წიგნში იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.
- 24ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იეშუა კადმიელის ძე და მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე იდგნენ, რათა რიგრიგობით ექოთ და მადლიერება აღევლინათ დავითის, ღვთისკაცის ბრძანებისამებრ.
- 25მათანია, ბაკბუკია, ყობადია, მეშულამი, ტალმონი და ყაკუბი კარისმცველები იყვნენ და კარიბჭეთა საკუჭნაოებს დარაჯობდნენ.
- 26ესენი იყვნენ იოაკიმ იეშუას ძის, იოცადაკის ძის, ნეემია განმგებლის, ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დღეებში.
- 27იერუსალიმის კედლის კურთხევისას, დაძებნეს ლევიანები მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით იერუსალიმში მოსაყვანად, რათა სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით ეზეიმათ კედლის კურთხევა.
- 28და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან.
- 29ბეთ-გილგადიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველებიდან, რადგან სოფლები ჰქონდათ გაშენებული მგალობლებს იერუსალიმის სანახებში.
- 30განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები და განწმიდეს ხალხი, კარიბჭეები და კედელი.
- 31კედელზე ავიყვანე იუდას მთავრები და დავაყენე ორი დიდი გუნდი, რომლებიც მადლობას სწირავდნენ და მარჯვენა მხარეს მიუყვებოდნენ სანაგვის კარიბჭისკენ.
- 32მათ უკან მიჰყვებოდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი,
- 33ყაზარია, ეზრა და მეშულამი,
- 34იუდა, ბენიამინი, შემაყია და იერემია,
- 35და მღვდლების ძეთაგან საყვირებით: ზაქარია ძე იონათანისა, შემაყიასი, მათანიასი, მიქაიასი, ზაქურისა, ასაფისა.
- 36და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.
- 37წყაროსთვალის კარიბჭიდან პირდაპირ მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალი კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლის კარიბჭემდე, აღმოსავლეთით.
- 38მეორე მგალობელთა გუნდმა, მარცხენა მხრიდან დაიწყო მსვლელობა; მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე: ღუმელთა გოდოლიდან განიერ კედლამდე.
- 39ეფრემის კარიბჭეზე, ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, ხანანელის გოდოლისა და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და დადგნენ საპყრობილეს კარიბჭესთან.
- 40ღმერთის სახლთან დადგა ორივე მგალობელი გუნდი, მეც იქ ვიდექი და მთავრების ნახევარი ჩემთან ერთად.
- 41იქ იყვნენ მღვდლები - ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია, ხანანია საყვირებით.
- 42აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელეაზარი, ყუზი, იოხანანი, მალქია, ყელამი და ყეზერი. მგალობლები ხმამაღლა გალობდნენ იზრახიას წინამძღოლობით.
- 43დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი; ხარობდნენ ქალები და ბავშვები. შორს ისმოდა იერუსალიმის სიხარულის ხმა.
- 44იმავე დღეს განაწესეს კაცები საუნჯის ოთახებზე, შესაწირისთვის, პირველნაყოფთათვის და მეათედისთვის, რათა იქ შეეგროვებინათ ქალაქების ყანებიდან მოტანილი წილი, რჯულით დაწესებული მღვდლებისა და ლევიანებისთვის, რადგან ხარობდა იუდა, როდესაც ხედავდა მომსახურე მღვდლებსა და ლევიანებს,
- 45რომლებიც თავისი ღმერთის თაყვანისცემასა და განწმედის მსახურებას ასრულებდნენ. ასევე იქცეოდნენ მგალობლები და კარისმცველები დავითისა და მისი ძის, სოლომონის, ბრძანების მიხედვით.
- 46უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ დავითისა და ასაფის დღეებში დადგინდნენ მგალობელთა წინამძღოლნი და ღმერთის მიმართ ქებისა და მადლიერების საგალობელნი.
- 47მთელი ისრაელი აძლევდა ყოველდღიურ წილს მგალობლებსა და კარისმცველებს ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში; ისინი ლევიანებს აძლევდნენ წილს, ლევიანები კი წილს აჰარონის ძეებს აძლევდნენ.
იტვირთება შემდეგი თავი