რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1ელაპარაკა უფალი მოსეს:
- 2"უთხარი ისრაელის ძეთ და აიღე მათგან კვერთხები, მამისსახლიდან თითო, მამისსახლთა თითოეული მთავრისგან, სულ თორმეტი კვერთხი; და თითოეულის სახელი წააწერე მის კვერთხზე.
- 3ხოლო აჰარონის სახელი ლევის კვერთხს წააწერე, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის მთავარისთვის.
- 4და დააწყვე ისინი საკრებულო კარავში მოწმობის წინ, სადაც გეცხადებით.
- 5კაცს, რომელსაც ამოვირჩევ, კვერთხი აუყვავდება და ასე დავაცხრობ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებულ ისრაელიანთა დრტვინვას”.
- 6უთხრა მოსემ ეს ყველაფერი ისრაელის ძეთ და მისცა ყველა მთავარმა თითო კვერთხი ყოველი მამისსახლიდან, სულ თორმეტი კვერთხი; აჰარონის კვერთხიც მათ შორის იყო.
- 7და აღთქმის კარავში, უფლის წინაშე დააწყო მოსემ კვერთხები.
- 8შევიდა მეორე დღეს, მოსე მოწმობის კარავში და აჰა, აყვავებულა აჰარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, კვირტი გამოსცა და ნუში დამწიფდა.
- 9და გამოიტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლის პირისგან ისრაელის ყოველი ძის წინაშე, იხილეს მათ და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.
- 10უთხრა უფალმა მოსეს: "დააბრუნე აჰარონის კვერთხი მოწმობის წინ შესანახად, რათა იყოს ნიშნად დაუმორჩილებელთათვის, შეწყდება მათი დრტვინვა ჩემს წინაშე და აღარ მოისრებიან”.
- 11ისე მოიქცა მოსე, როგორც უბრძანა უფალმა.
- 12უთხრეს ისრაელის ძეებმა მოსეს: "აჰა, ვიხოცებით, იღუპება ყველა ჩვენგანი!
- 13ყოველი, ვინც უახლოვდება უფლის სავანეს, კვდება; ნუთუ ყველას სიკვდილი გვშთანთქავს?”
იტვირთება შემდეგი თავი