რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 26

  1. 1
    მუსვრის შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აჰარონ მღვდლის ძეს:
  2. 2
    "აღრიცხეთ ისრაელის ძეთა მთელი თემი ოცი წლიდან მოყოლებული და უფროსი, თავისი მამისსახლების მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში”.
  3. 3
    და ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხოსთან:
  4. 4
    "აღრიცხეთ ოცი წლიდან მოყოლებული და უფროსი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და ისრაელის ძეებს, რომლებიც გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან”.
  5. 5
    ისრაელის პირმშოა რეუბენი. რეუბენის ძენი: ხანოქისგან - ხანოქელთა საგვარეულო, ფალუსგან - ფალუელთა საგვარეულო.
  6. 6
    ხეცრონისგან - ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან - ქარმელთა საგვარეულო.
  7. 7
    ესენია რეუბენის ძეთა საგვარეულოები, მათი რიცხვი იყო ორმოცდასამი ათას შვიდას ოცდაათი კაცი.
  8. 8
    ფალუს ძე: ელიაბი;
  9. 9
    ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი და აბირამი: ეს ის დათანი და აბირამი იყვნენ, თემის რჩეულები, რომლებიც კორახთან და მის კრებულთან ერთად გამოვიდნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ, როდესაც აუჯანყდნენ უფალს.
  10. 10
    გახსნა მიწამ პირი და შთანთქა ისინი და კორახი; და განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. გაფრთხილებად იქცნენ ისინი.
  11. 11
    კორახის ძენი კი არ დახოცილან.
  12. 12
    სიმონის ძენი საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისგან - ნემუელის საგვარეულო; იამინისგან - იამინის საგვარეულო, იაქინისგან - იაქინის საგვარეულო;
  13. 13
    ზერახისგან - ზერახის საგვარეულო, საულისგან - საულის საგვარეულო.
  14. 14
    ესენია სიმონის საგვარეულ-ოები: ოცდაორი ათას ორასი.
  15. 15
    გადის ძენი თავისი საგვარეულოებით: ცეფონისგან - ცეფონის საგვარეულო, ხაგისგან - ხაგის საგვარეულო, შუნისგან - შუნის საგვარეულო,
  16. 16
    ოზნისგან - ოზნის საგვარეულო, ყერისგან - ყერის საგვარეულო;
  17. 17
    აროდისგან - აროდის საგვარეულო, არიელისგან - არიელის საგვარეულო.
  18. 18
    ესენია გადის ძეთა საგვარეულონი, მათი რიცხვი იყო ორმოცი ათას ხუთასი კაცი.
  19. 19
    იუდას ძენი: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში.
  20. 20
    იუდას ძენი თავისი საგვარეულოებით იყვნენ: შელასგან - შელას საგვარეულო, ფერეცისგან - ფერეცის საგვარეულო, ზერახისგან - ზერახის საგვარეულო.
  21. 21
    ფერეცის ძენი იყვნენ: ხეცრონისგან - ხეცრონის საგვარეულო, ხამულისგან - ხამულის საგვარეულო.
  22. 22
    ესენია იუდას ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი კაცი.
  23. 23
    ისაქარის ძენი თავისი საგვარეულოებით: თოლაყისგან - თოლაყის საგვარეულო, ფუვასგან - ფუვას საგვარეულო,
  24. 24
    იაშუბისგან - იაშუბის საგვარეულო, შიმრონისგან - შიმრონის საგვარეულო.
  25. 25
    ესენია ისაქარის ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, სამოცდაოთხი ათას სამასი კაცი.
  26. 26
    ზებულონის ძენი თავისი საგვარეულოებით: სერედისგან - სერედის საგვარეულო, ელონისგან - ელონის საგვარეულო, იახლეელისგან - იახლეელის საგვარეულო.
  27. 27
    ესენია ზებულონის ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, სამოცდახუთი ათასი კაცი.
  28. 28
    იოსების ძენი თავისი საგვარეულოებით - მენაშე და ეფრემი.
  29. 29
    მენაშეს ძენი: მაქირისგან - მაქირის საგვარეულო; მაქირმა შვა გილყადი; გილყადისგან - გილყადის საგვარეულო.
  30. 30
    ესენია გილყადის ძენი: იყეზერისგან - იყეზერის საგვარეულო; ხელეკისგან - ხელეკის საგვარეულო.
  31. 31
    ასრიელისგან - ასრიელის საგვარეულო, შექემისგან - შექემის საგვარეულო.
  32. 32
    შემიდაყისგან - შემიდაყის საგვარეულო, ხეფერისგან - ხეფერის საგვარეულო.
  33. 33
    ცელაფხადს, ხეფერის ძეს, ძენი არ ჰყავდა, მხოლოდ ასულნი; ცელაფხადის ასულებს ერქვათ: მახლა და ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
  34. 34
    ესენია მენაშეს ძეების საგვარეულოები, აღრიცხულნი, ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი კაცი.
  35. 35
    ეფრემის ძენი თავისი საგვარეულოებით: შუთელახისგან - შუთელახის საგვარეულო, ბექერისგან - ბექერის
  36. 36
    ესენი არიან შუთელახის ძენი: ყერანისგან - ყერანის საგვარეულო.
  37. 37
    ესენია ეფრემის ძეების საგვარეულოები, აღრიცხულნი, ოცდათორმეტი ათას ხუთასი და ესენი არიან იოსების ძენი თავისი საგვარეულოებით.
  38. 38
    ბენიამინის ძენი თავისი საგვარეულოებით: ბელაყისგან - ბელაყის საგვარეულო, აშბელისგან - აშბელის საგვარეულო, ახირამისგან - ახირამის საგვარეულო.
  39. 39
    შეფუფამისგან - შეფუფამის საგვარეულო, ხუფამისგან - ხუფამის საგვარეულო.
  40. 40
    ბელაყის ძენი იყვნენ არდი და ნაყამანი: არდისგან - არდის საგვარეულო, ნაყამანისგან - ნაყამანის საგვარეულო.
  41. 41
    ესენია ბენიამინის ძეების საგვარეულოები, აღრიცხულნი - ორმოცდახუთი ათას ექვსასი კაცი.
  42. 42
    დანის ძენი თავისი საგვარეულოებით: შუხამისგან - შუხამის საგვარეულო. ესენია დანის საგვარეულოები.
  43. 43
    სულ შუხამის საგვარეულოში აღრიცხულნი სამოცდაოთხი ათას ოთხასი კაცი.
  44. 44
    აშერის ძენი თავისი საგვარეულოებით: იმნასგან - იმნას საგვარეულო, იშვისგან - იშვის საგვარეულო, ბერიყასგან - ბერიყას საგვარეულო;
  45. 45
    ბერიყას ძეთაგან: ხებერისგან - ხებერის საგვარეულო, მალქიელისგან - მალქიელის საგვარეულო.
  46. 46
    აშერის ასულის სახელი იყო ზერახი.
  47. 47
    ესენია აშერის ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.
  48. 48
    ნაფთალის ძენი თავისი საგვარეულოებით: იახცეელისგან - იახცეელის საგვარეულო, გუნისგან - გუნის საგვარეულო,
  49. 49
    იეცერისგან - იეცერის საგვარეულო, შილემისგან - შილემის საგვარეულო.
  50. 50
    ესენია ნაფთალის ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, ორმოცდახუთი ათას ოთხასი კაცი.
  51. 51
    ეს არის ისრაელის აღრიცხული ძეების რაოდენობა: ექვსას ერთი ათას შვიდას ოცდაათი კაცი.
  52. 52
    ელაპარაკა უფალი მოსეს:
  53. 53
    "სახელთა რიცხვის მიხედვით დაუნაწილე მათ ქვეყანა სამკვიდრებლად.
  54. 54
    მრავალრიცხოვანს მეტი სამკვიდრო მიეცი, ხოლო მცირერიცხოვანს ნაკლები. თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო.
  55. 55
    ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მათი მამების ტომთა სახელების მიხედვით უნდა მიიღონ სამკვიდრო.
  56. 56
    წილის ყრით დანაწილდება მათი სამკვიდროები მრავალრიცხოვანთა და მცირერიცხოვანთა შორის”.
  57. 57
    ეს არის ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან - გერშონის საგვარეულო, კეჰათისგან - კეჰათის საგვარეულო, მერარისგან - მერარის საგვარეულო.
  58. 58
    ესენია ლევის ძეთა საგვარეულონი: საგვარეულო ლიბნისა, საგვარეულო ხებრონისა, საგვარეულო მახლისა, საგვარეულო მუშისა, საგვარეულო კორახისა. და კეჰათმა შვა ყამრამი;
  59. 59
    ყამრამის ცოლს ერქვა იოქებედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში შეეძინა ლევის. მან უშვა ყამრამს აჰარონი, მოსე და მირიამი, მათი და.
  60. 60
    შვა აჰარონმა ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
  61. 61
    დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიიტანეს.
  62. 62
    ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყოველი მამაკაცი, ერთი თვიდან მოყოლებული და უფროსი, არ აღრიცხულა ისრაელის ძეთა შორის, რადგან არ მიეცათ მათ სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
  63. 63
    ესენი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ აღირიცხნენ, რომლებმაც მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხოსთან აღრიცხეს ისრაელის ძენი.
  64. 64
    მოსესა და აჰარონ მღვდლის მიერ სინაის უდაბნოში ისრაელის აღრიცხული ძეებისგან არცერთი კაცი აღარ იყო მათ შორის,
  65. 65
    რადგან, ნათქვამი ჰქონდა უფალს მათზე: "უსათუოდ დაიხოცებიან ისინი უდაბნოში!” და არ დარჩა მათგან არც ერთი, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.
იტვირთება შემდეგი თავი