რიცხვნი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1იმ დღეს, როცა დაასრულა მოსემ სავანის აღმართვა, სცხო მას, გაწმიდა ის და მთელი მისი აღჭურვილობა, სამსხვერპლო მთელი თავისი ჭურჭლეულით, სცხო მათ და გაწმიდა ისინი.
- 2და მიეახლნენ მას ისრაელის მთავრები, მამისსახლთა მეთაურები, ტომთა მთავარნი, რომლებიც წინამძღოლობდნენ აღრიცხულებს;
- 3და მიიტანეს თავისი შესაწირი უფლის წინაშე: ექვსი გადახურული ურემი და თორმეტი ხარი; ერთი ურემი ორი მთავრისგან და თითო ხარი თითოეულისგან; წარადგინეს სავანის წინ.
- 4უთხრა უფალმა მოსეს:
- 5"მიიღე მათგან, საკრებულო კარვის მსახურებისთვის და მიეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი მსახურებისამებრ”.
- 6აიღო მოსემ ურმები ხარებთან ერთად და გადასცა ლევიანებს.
- 7ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონის ძეებს მისცა, მათი მსახურებისამებრ.
- 8ოთხი ურემი და რვა ხარი მერარის ძეებს მისცა, მათი მსახურებისამებრ, აჰარონ მღვდლის ძის, ითამარის ზედამხედველობით.
- 9კეჰათის ძეებს არ მისცა, რადგან მათი სამსახური წმიდა ჭურჭლის მხრით ტარება იყო.
- 10შესწირეს მთავრებმა თავისი შესაწირი სამსხვერპლოს წინ, სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევისთვის, მისი ზეთისცხებისას.
- 11უთხრა უფალმა მოსეს: "ერთმა მთავარმა ერთ დღეს შესწიროს თავისი შესაწირი სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევისთვის და მეორემ - მეორე დღეს”.
- 12პირველ დღეს თავისი შესაწირი გაიღო ნახშონმა, ამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.
- 13აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
- 14ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 15ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 16ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 17ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ნახშონის, ამინადაბის ძის შესაწირი.
- 18მეორე დღეს ნათანელმა, ცურის ძემ, ისაქარის ტომის მთავარმა გაიღო თავისი შესაწირი:
- 19აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
- 20ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 21ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 22ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 23ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ნათანელის, ცურის ძის შესაწირი.
- 24მესამე დღეს ზებულონის ძეთა მთავარმა, ელიაბ ხელონის ძემ შესწირა.
- 25აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
- 26ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 27ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 28ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 29ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიაბის, ხელონის ძის შესაწირი.
- 30მეოთხე დღეს ელიცურ შედეურის ძემ, რეუბენის ძეთა მთავარმა შესწირა.
- 31აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 32ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 33ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 34ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 35ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიცურის, შედეურის ძის შესაწირი.
- 36მეხუთე დღეს სიმონის ძეთა მთავარმა, შელუმიელ ცურიშადაის ძემ შესწირა.
- 37აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 38ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 39ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 40ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 41ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შელუმიელის, ცურიშადაის ძის შესაწირი.
- 42მეექვსე დღეს ელიასაფმა, რეღუელის ძემ, გადის ძეთა მთავარმა შესწირა.
- 43მისი შენაწირი იყო: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 44ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 45ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 46ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 47ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიასაფის, რეღუელის ძის შენაწირი.
- 48მეშვიდე დღეს ეფრემის ძეთა მთავარმა, ელიშამაყ ყამიჰუდის ძემ შესწირა.
- 49მისი შენაწირი იყო: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 50ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 51ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 52ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 53ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ელიშამაყ ყამიჰუდის ძის შენაწირი.
- 54მერვე დღეს მენაშეს ძეთა მთავარმა, გამალიელ ფედაცურის ძემ შესწირა.
- 55აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 56ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 57ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 58ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 59ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო გამალიელ, ფედაცურის ძის შენაწირი.
- 60მეცხრე დღეს ბენიამინის ძეთა მთავარმა, აბიდან გედეონის ძემ შესწირა.
- 61აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 62ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 63ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 64ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 65ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო აბიდანის, გედეონის ძის შენაწირი.
- 66მეათე დღეს დანის ძეთა მთავარმა, ახიყეზერ ყამიშადაის ძემ შესწირა.
- 67აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 68ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 69ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 70ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 71ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ახიყეზერ ყამიშადაის ძის შენაწირი.
- 72მეთერთმეტე დღეს აშერის ძეთა მთავარმა, ფაგეყიელ ყაქრანის ძემ შესწირა.
- 73აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 74ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 75ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 76ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 77ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ფაგეყიელ ყაქრანის ძის შენაწირი.
- 78მეთორმეტე დღეს ნაფთალის ძეთა მთავარმა, ახირაყ ყენანის ძემ შესწირა.
- 79აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
- 80ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;
- 81ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი - სრულადდასაწველად;
- 82ერთი მამალი თხა ცოდვისგან გასაწმედად.
- 83ხოლო სამშვიდობო შესაწირად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო ახირაყ ყენანის ძის შენაწირი.
- 84ეს იყო სამსხვერპლოს საზეიმო კურთხევა, ზეთისცხების დღეს ისრაელის მთავართაგან: ვერცხლის თორმეტი ლანგარი, ვერცხლის თორმეტი სასხურებელი, ოქროს თორმეტი თასი,
- 85ვერცხლის ას ოცდაათი შეკელი თითოეულ ლანგარში და სამოცდაათი შეკელი თითოეულ სასხურებელში; ამ ჭურჭელში სულ ორი ათას ოთხასი საწმიდრის შეკელი ვერცხლი იყო;
- 86ოქროს თორმეტი თასი, საკმევლით სავსე, თითოეული მათგანი ათ წმიდა შეკელს იწონიდა. სასაკმევლეებში სულ ას ოცი შეკელი ოქრო იყო.
- 87მთლიანად სრულადდასაწველი საქონელი იყო: თორმეტი ხარი, თორმეტი ვერძი, თორმეტი ერთწლიანი კრავი, თავის პურეულ ძღვენთან ერთად, თორმეტი თიკანი ცოდვისგან გასაწმედად.
- 88სამშვიდობო შესაწირად კი საქონელმა სულ შეადგინა: ოცდაოთხი ხარი, სამოცი ვერძი, სამოცი ერთწლიანი კრავი. ეს იყო სამსხვერპლოს კურთხევის ძღვენი, მისი ზეთისცხების შემდეგ.
- 89და როცა შედიოდა მოსე საკრებულო კარავში უფალთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა, რომელიც მოწმობის კიდობნის სარქველს ზემოდან ელაპარაკებოდა, ორი ქერუბის შუიდან; და ლაპარაკობდა იგი მასთან.
იტვირთება შემდეგი თავი