ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

თავი 1

  1. 1
    ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში;
  2. 2
    არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს.
  3. 3
    და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
  4. 4
    უღმერთონი კი ასე არ არიან, ქარისგან აღგვილ ბზეს წააგვანან.
  5. 5
    ამიტომ, ვერ წამოიმართებიან უღმერთონი სასამართლოში და ცოდვილნი - მართალთა კრებულში.
  6. 6
    რადგან უწყის უფალმა მართალთა გზა, უღმერთოთა გზა კი განადგურდება.
იტვირთება შემდეგი თავი