ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1რატომ ბობოქრობენ ხალხები და რატომ ესწრაფიან ერები ამაოებას?
- 2ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ. ამბობენ:
- 3მოდით, დავგლიჯოთ მათი საკვრელნი და მოვიშოროთ მათი სადავენი.
- 4გაიცინებს ზეცის მკვიდრი, დასცინებს მათ უფალი.
- 5მაშინ ილაპარაკებს თავისი რისხვით და შეაძრწუნებს თავისი გულისწყრომით;
- 6მე დავადგინე ჩემი მეფე სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.
- 7გაუწყებთ უფლის დადგენილებას - მან მითხრა: "ძე ხარ შენ ჩემი, მე გშობე დღეს;
- 8მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - საკუთრებად,
- 9შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მექოთნის ჭურჭელივით დაამსხვრევ”.
- 10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
- 11ემსახურეთ უფალს მოშიშებით, გიხაროდეთ და თრთოდეთ.
- 12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება მისი რისხვა. ნეტარია ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
იტვირთება შემდეგი თავი