ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    უფალო, როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები! მრავალი აღდგა ჩემს წინააღმდეგ.
  2. 2
    ბევრი ამბობს ჩემზე, ღმერთისმიერი შემწეობა არ არისო მისთვის.
  3. 3
    მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.
  4. 4
    ჩემი ხმით მოვუხმობდი უფალს და მიპასუხა თავისი წმიდა მთიდან.
  5. 5
    ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე.
  6. 6
    ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმის ყოველი მხრიდან.
  7. 7
    აღსდექ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს და კბილებს უმუსრავ ბოროტეულთ.
  8. 8
    უფლისგან არის ხსნა და შენი კურთხევა შენს ერზე.
იტვირთება შემდეგი თავი