ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი შვებას, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
- 2ძენო კაცისა! როდემდე იქნება დიდება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?
- 3მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთისმოსავი ამოირჩია ღმერთმა: უფალი მისმენს, როცა მოვუხმობ მას.
- 4ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ.
- 5შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.
- 6მრავალი ამბობს: "ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე სინათლე შენი სახისა, უფალო!
- 7შენ უფრო მეტი სიხარული მიეცი ჩემს გულს, ვიდრე მათ აქვთ პურისა და მაჭრის სიუხვისას.
- 8მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.
იტვირთება შემდეგი თავი