ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 115
- 1მწამდა, როცა ვამბობდი: დიდად დავიტანჯე.
- 2ვთქვი ჩემი შეძრწუნებისას: ცრუა ყოველი კაცი.
- 3რით გადავუხადო უფალს ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მომაგო?
- 4ხსნის თასს ავიღებ და უფლის სახელს მოვუხმობ.
- 5აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.
- 6ძვირფასია უფლის თვალში მისი წმიდანების სიკვდილი.
- 7უფალო, ნამდვილად შენი მსახური ვარ; მსახური ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; შენ შემხსენი ბორკილები.
- 8სამადლობელ მსხვერპლს შემოგწირავ და მოვუხმობ უფლის სახელს.
- 9აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.
- 10უფლის სახლის ეზოებში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი