ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 114

  1. 1
    მიყვარს უფალი, რადგან ისმენს ჩემს ხმას და ჩემს ვედრებას.
  2. 2
    ყური მომაპყრო, ამიტომ ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას.
  3. 3
    გარს შემომერტყნენ სიკვდილის მარწუხები, საფლავის შიში მომადგა, გასაჭირსა და მწუხარებაში ჩავვარდი.
  4. 4
    და მოვუხმე უფლის სახელს; გევედრები, უფალო, გადაარჩინე ჩემი სიცოცხლე.
  5. 5
    მოწყალე და მართალია უფალი, შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
  6. 6
    იცავს უფალი გულუბრალოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
  7. 7
    დაუბრუნდი სიმშვიდეს, სულო ჩემო, რადგან კეთილად მოგექცა უფალი.
  8. 8
    რადგან შენ მიხსენი სიკვდილისგან, თვალი ჩემი - ცრემლისგან, და ფეხი ჩემი - წაბორძიკებისგან;
  9. 9
    ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 114 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა