ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 119

  1. 1
    ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე უფალს და მიპასუხა.
  2. 2
    ვთქვი: უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისგან.
  3. 3
    რას მოგცემს და რას შეგძენს მზაკვარი ენა?
  4. 4
    მეომრის წამახულ ისარს, წნორნარის ნაკვერჩხლებთან ერთად.
  5. 5
    ვაი მე, რადგან ვხიზნობ მეშექში და კედარის კარვებში ვბინადრობ.
  6. 6
    დიდხანს ვცხოვრობდი მშვიდობის მოძულეებთან ერთად.
  7. 7
    მშვიდობა მსურს, მაგრამ, როცა დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 119 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა