ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 123

  1. 1
    უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, - თქვას ახლა ისრაელმა, -
  2. 2
    უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცები,
  3. 3
    მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, როცა რისხვით აღინთნენ ჩვენზე.
  4. 4
    წყლები წაგვლეკავდნენ, ნაკადები გადაუვლიდნენ ჩვენს სულს.
  5. 5
    გადაუვლიდნენ ჩვენს სულს აბობოქრებული წყლები.
  6. 6
    კურთხეულია უფალი, რომ არ მიგვცა ნადავლად, მათ კბილთა საჯიჯგნად.
  7. 7
    ჩიტივით დაუსხლტა ჩვენი სული მონადირის მახეს; მახე დაიმსხვრა, ჩვენ კი გადავრჩით.
  8. 8
    ჩვენი შეწევნა უფლის, ცისა და დედამიწის შემოქმედის სახელშია.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 123 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა