ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 124

  1. 1
    სიონის მთასავითაა უფალზე დანდობილი - არ შეირყევა, მარადიულად იდგება.
  2. 2
    როგორც მთებია იერუსალიმის გარშემო, ასევეა უფალი თავისი ხალხის გარშემო - ახლა და უკუნისამდე.
  3. 3
    რადგან ვერ დარჩება ბოროტის კვერთხი მართალთა წილხვედრზე, რათა უკეთურებისკენ არ გაიწოდონ ხელი მართლებმა.
  4. 4
    სიკეთე გაუკეთე უფალო კეთილთ და მათ, ვინც გულით მართალია.
  5. 5
    სიმრუდისკენ მიბრუნებულთ კი უფალი მოაშორებს ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 124 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა