ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 125

  1. 1
    როცა დააბრუნა უფალმა ტყვენი სიონზე, თავი სიზმარში გვეგონა.
  2. 2
    მაშინ სიცილით აივსო ჩვენი პირი და ჩვენი ენა - სიხარულის შეძახილით. მაშინ ამბობდნენ ერებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა მათთვის უფალმა.
  3. 3
    დიადი საქმე მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა. ვიმხიარულოთ.
  4. 4
    უფალო, დააბრუნე ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ნეგების მიწაზე.
  5. 5
    ცრემლით მთესველნი სიხარულის შეძახილებით მოიმკიან.
  6. 6
    მიდის და ტირის თესლის მთესველი, მოდის და სიხარულის შეძახილებით მოაქვს თავისი ძნები.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 125 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა